მერეთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
12-07-2022
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ ჩვენო ძვირფასებო, უამრავ წარმატებას გისურვებთ ცხოვრების გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.