სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღადოლარის საჯარო სკოლის მოსწავლეები - სურიკ მურადიანი და ლენა აგალარიანი „ეტალონმა“ დააჯილდოვა
11-07-2022
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მოსწავლეები - სურიკ მურადიანი და ლენა აგალარიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

11 ივლისს კონკურსის პირველი ეტაპი ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები, ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 13 ივლისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება