სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეტალონმა“ კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ჰაიკანუშ დოხოიანი და სუსანა ოგმარციანი სიგელებით დააჯილდოვა
11-07-2022
-
+


სეროფე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის” სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - ჰაიკანუშ დოხოიანსა და სუსანა ოგმარციანს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

11 ივლისს კონკურსის პირველი ეტაპი ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები, ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 13 ივლისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ სასურველ სკოლაში  ჯერ ისევ ვერ დაარეგისტრირეთ პირველკლასელი

 

 

მანდატურის სამსახურმა კონკურსი სოციალური მუშაკების შესარჩევად გამოაცხადა 

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

აბიტურიენტებს პატრიარქი დალოცავს - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება