სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლე ძმების - ნიკოლოზ და ლევან თამლიანების წარმატება წერილის წერის კონკურსში 
11-07-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ნიკოლოზ თამლიანმა და ლევან თამლიანმა წერილის წერის კონკურსში წარმატებას მიაღწიეს და ლაურეატები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი ძმები არიან და ეს მათთვის პირველი კონკურსი იყო. 

დაჯილდოების ცერემონიალი სასტუმრო „სტამბას“ საპრეზენტაციო სივრცეში გაიმართა. 

აღნიშნულ კონკურსს საქართველოს ფოსტა მართავდა, გამარჯვებული წერილები მომავალი თაობისთვის, საქართველოს ეროვნულ არქივში, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების წერილებთან ერთად შეინახება.

სკოლაში მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ყველაზე ძვირფასი მომენტი ძმები თამლიანების ცხოვრებაში - საქართველოს ფოსტის დაჯილდოება, მათი პირველი კონკურსი და პირველი გამარჯვება. უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან 2 წევრი გახდა ამ კონკურსის ლაურიატი. საქართველოს ფოსტის დირექტორის ლევან ჩიკვაიძის გამოსვლა, მხიარული განწყობა, ბრენდირებული საჩუქრები და სიურპრიზები, არაჩვეულებრივი ალაფურშეტი - ეს ის დეტალებია, რომლებიც დაჯილდოების დღეს და პირველ შტაბეჭდილებას პოზიტიურ მოგონებად აქცევს. ყველაზე მთავარი კი ჩვენი პრიზიორების ნიკუშა და ლევან თამლიანების მომღიმარი სახეები და მოტივირებული განწყობა იყო. ძალიან გახარებულები ვართ იმ ენერგეტიკით, რომელიც მივიღეთ დაჯილდოების ცერემონიალზე ყოფნით.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელი წლიდან არქივში უკვე ინახება ბარბარე გიგლემიანების წერილები ილიას, ვაჟასა და გალაქტიონის წერილებთან მეზობლად.რამხელა დიდი პატივია ჩვენთვის, რომ  4 წვირმელი მოზარდის წერილი ინახება ასეთ საპატიო ადგილას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება