| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-7 კლასის მოსწავლე ელენე შალამბერიძემ გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი პოსტერების კონკურსში გაიმარჯვა.
პოსტერების კონკურსში - „გარემოს დაცვა ჩემს ქალაქსა თუ სოფელში“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით და „ეკოჭიათურის“ მხარდაჭერით ჩატარდა, სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. სკოლიდან წარადგინეს 7 მოსწავლის ნამუშევარი.
სასიხარულოა, რომ გამარჯვებულთა შორის არის „ანაბასისელი“ ელენე შალამბერიძე, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში - ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პოსტერი.
კონკურსი კი ჩატარდა 5 ნომინაციაში:
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით წარიმართა. გამარჯვებულებს პრიზები „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, გოჩა ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ გადასცეს.
ელენე შალამბერიძეს საჩუქრად ლეპტოპი გადაეცა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ.
„ელენე წარჩინებული მოსწავლეა, აქტიურია და შრომისმოყვარე, პროექტის ორგანიზატორებთან გაგზავნილ პოსტერს ასეთი ანოტაცია წაუმძღვარა:
„ჩემი დღევანდელი პოსტერი აღნიშნავს ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემას ჩემს ქალაქში და საერთოდ მსოფლიოში. ჩემი მიზანია მოვუწოდო საზოგადოებას გავამწვანოთ გარემო და ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. „სუფთა ფილტვები, ჯანსაღი გარემო!. „ჩემი მიზანია მდგრადი განვითარების მიზნებისათვის ბრძოლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის მე-13 მიზანი, „კლიმატის ცვლილება“. ვარ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ორგანიზაციების ელჩი საქართველოდან და საერთაშორისო კონფერენციების ერთ-ერთი გამორჩეული სპიკერი. ვცდილობ, ჩემი ხმა მივაწვდინო მსოფლიოს და დღევანდელი პრობლემების აღმოსაფხვრელად ვიბრძოლო“.
ვულოცავთ ელენეს მიღწეულ წარმატებას! გვეიმედებიან ის და მისი თანატოლები მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ