სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-ჩემპიონატმა მოსწავლეებს სწავლის სტიმული და ხალისი მისცა“ - ყაზბეგში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
26-03-2018
-
+


ყაზბეგის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ყაზბეგის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ყაზბეგის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ყაზბეგის მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი:

„ყაზბეგის სკოლებში „ეტალონის“ პირველი ტური სკოლების მაღალი ჩართულობით ჩატარდა. უკვე შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც მე-2 ტურში მიიღებენ მონაწილეობას. „ეტალონი“ ძალიან დიდი მნიშვნელობისაა მოსწავლეთა განვითარებისთვის. მივესალმებით ამ პროექტს.“

ყაზბეგის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ალიბეგაშვილი:

„ეტალონის“ პირველ ტურში სკოლებისა და მოსწავლეების ჩართულობა ძალიან მაღალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტის მიმართ ინტერესი დიდია. ინტელექტ-ჩემპიონატი ყველას ძალიან გვიყვარს. იგი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად იმუშაონ, ობიექტურად შეაფასონ თავიანთი ცოდნა. ყველაზე კარგი ის არის, რომ პროექტი მთელი რაიონის ბავშვებს ერთ მუშტად კრავს. აღსანიშნავია, რომ „ეტალონში“ თანამშრომლობითი გარემოა, მოსწავლეებს უხარიათ ერთმანეთის წარმატება.“

გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მზია ქავთარაძე:

„ჩვენ „ეტალონთან“ თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება გვაქვს. ორი წლის წინ ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა რაიონის „ეტალონი მოსწავლე“. ამდენად, „ეტალონში“ აქტიურად ვართ ჩართულები და ძალიან გვიყვარს ეს პროექტი. რაც შეეხება შესარჩევ ტურს, კარგად ჩავატარეთ. მე-8 და მე-10 კლასები გვყავს და ამ კლასებიდან ყველა ბავშვი მონაწილეობდა. ჩართული მოსწავლეებიდან ნახევარზე მეტმა გადალახა 50%-იანი ბარიერი.“

გუდაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნაირა აფციაური:

„ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეები დიდი მონდომებით, სიხარულითა და აქტიურობით ჩაერთნენ. ტესტირებას წინ უძღოდა საზეიმო ღონისძიებები - ამაღლებული განწყობა რომ შეგვექმნა სკოლაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებიც ჩაერთნენ ამ პროცესში. მათ წაიკითხეს ლექსები, მოამზადეს პლაკატები, გამოვუშვით კედლის გაზეთი. სწორედ  ასეთი ფორმით ჩაერთნენ პატარები „ეტალონში“.  რაც შეეხება ტესტირებას, ობიექტურად ჩავატარეთ. შვიდმა მოსწავლემ გადალახა ზღვარი. ახლა დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. „ეტალონი“ ერთადერთი პროექტია საქართველოში, რომელიც მოსწავლეებზე ზრუნავს. ინტელექტ-ჩემპიონატმა ბავშვებს სწავლის სტიმული და ხალისი მისცა. ჩემი დიდი სურვილია, რომ „ეტალონი“ დააბრუნონ პირველ არხზე, კარგი იქნება ამისთვის ხელმოწერები რომ გროვდებოდეს.“

სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი დიანა ქვიშაშვილი:

„ეტალონში“ მონაწილეობის სურვილი ყველა ბავშვმა გამოთქვა. ობიექტურად და წესების დაცვით ჩავატარეთ ტესტირება. კარგად იმუშავეს მოსწავლეებმა. ერთი მოსწავლის გარდა ყველამ გადალახა ზღვარი. ველოდებით მეორე ტურის ჩატარებას.“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება