სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იცნობდე შენს მხარეს“ - თლუღის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბის საინტერესო აქტივობა
29-06-2022
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

მათ შორის, სკოლის - „მხარეთმცოდნეობის კლუბმა“ დაგეგმა და განახორციელა ღონისძიება სახელწოდებით - „იცნობდე შენს მხარეს“.

ღონისძიების ინიციატორის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, დავით ჩიხრაძის  ხელმძღვანელობით მოსწავლეები წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდებულ ნიკორწმინდის ტაძარს ეწვივნენ.

მასწავლებლები: დავით ჩიხრაძე, ფიქრია მუსერიძე, მელანია დარახველიძე და ქეთო გვენცაძე მოსწავლეებს ესაუბრნენ საქართველოს ისტორიიდან ტაძართან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების, ტაძრის მდიდარი ჩუქურთმების უნიკალურობის, ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე.

მოსწავლეებმა იქვე გამართეს საუბრები, თავიანთი აზრების გამოთქმა ნანახისა და მოსმენილის შესახებ. შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს. გადაიღეს ფოტოსურათები.

აღნიშნული ღონისძიების მასალები და ფოტოსურათები მოსწავლეებმა გამოაქვეყნეს სკოლის სემესტრულ გაზეთში. ასევე, მოაწყვეს ფოტოსტენდი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება