სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ოზურგეთის საჯარო სკოლის მომავალ მოსწავლეებს „პირველკლასელთა აკადემია“ სასკოლო ცხოვრებისთვის მოამზადებს - ბავშვები კომპანია „ვასაძის პურმა“ დაასაჩუქრა
27-06-2022
-
+


ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მომავალ მოსწავლეებს „პირველკლასელთა აკადემია“ სასკოლო ცხოვრებისთვის მოამზადებს. 

მომავალ პირველკლასელებს სასკოლო მზაობის წიგნი-რვეული, კომპანია „ვასაძის პურის“ სახელით, საზეიმოდ უკვე გადაეცათ. 

ახლა კი, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული, უნიკალური წიგნი-რვეული ბავშვებს ცოდნის სამყაროში შეუძღვება და პირველ კლას​ში წარმატებით სწავლისთვის იმ უნარებს შესძენს, რაც შემდგომი მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„პირველკლასელთა აკადემიამ“ უკვე მოიცვა მთელი საქართველო, ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია. წიგნი მომავალ პირველკლასელს ასაკზე მორგებულ შინაარსს სთავაზობს და სასკოლო პროგრამის ათვისებასაც უწყობს ხელს. მისი მთავარი მიზანი კი სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის სკოლის და სწავლის შეყვარებაა. 

სასიხარულო და დასაფასებელია, რომ მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნვის საქმეში „ეტალონის“ და მის პროექტების გვერდით დგანან ისეთი თანამოაზრე კომპანიები და ბიზნესმენები, როგორიც წარმოშობით ოზურგეთელი მერაბ ვასაძეა. სწორედ, მისი ინიციატივითა და კომპანია „ვასაძის პურის“ სახელით გადაეცათ მომავალ პირველკლასელებს წიგნები. 

კომპანია „ვასაძის პურის“ სახელით, „პირველკლასელთა აკადემიით“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლის 200-ზე მეტი მომავალი მოსწავლე დასაჩუქრდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება