სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„განათლების სისტემას სჭირდება მუდმივი განვითარება, ბევრი მოტივირებული პედაგოგი“- ნესტან დევნოსაძე, კლდის საჯარო სკოლის დირექტორი
24-06-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის დირექტორ ნესტან დევნოსაძეს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- მეორე დიდი ოჯახი, სადაც ურთიერთობები დაფუძნებულია ლიბერალურ მიდგომებზე, არის ასევე ენერგიისა და სიახლეების წყარო, როგორც მოსწავლეებისათვის ასევე მოსწავლეებისათვის, სკოლაში გატარებული ყოველი დღე არის მომდევნო დღის საფუძველი.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ჩემ მიერ შექმნილ გარემოში მოსწავლე აღწევს წარმატებს, ვხედავ მოტივირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ზრუნავენ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე და მათ პიროვნულ ზრდაზე. როდესაც მასწავლებლები მხარს უჭერენ ფსიქოლოგიურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- მომენტალურად ვხდები სენტიმენტალური, ამავდროულად ვივსები სიამაყით და ვაცნობიერებ რამდენად
ნაყოფიერი იყო მათთვის მიმდინარე სასწავლო წელი, თუ რა ხარვეზები გამოიკვეთა და ვიწყებ ფიქრს, თუ რას შევცვლი უკეთესობისკენ მომავალ სასწავლო წელს.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- მუდმივი განვითარება, ბევრი მოტივირებული პედაგოგი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება რეფორმებს და იზიარებს მის პრინციპებს, მის მიერ წარმართული სასწავლო პროცესი დაფუძნებულია სწავლა-სწავლების პრინციპებზე.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- იმით, რომ სკოლა არის ჩართული ზოგადი განათლების რეფორმაში, რომელიც ნაყოფიერად, საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა. სკოლაში განხორციელდა კომპლექსური დავალებები, პროექტები, ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები. პანდემიის გამო დავდექით ახალი გამოწვევის წინაშე, რაც ერთმანეთის თანადგომით (მშობელი, მოსწავლე, მასწავლებელი) დავძლიეთ და ახალი გამოცდილებები შევიძინეთ.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- მეტი დრო გაატარონ შვილებთან, გაითვალისწინონ მათი მოთხოვნილებები და ინტერესი, გამოკვეთონ მათი ძლიერი მხარეები და შეუწყონ ხელი მათ წინსვლას.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- კიდევ ერთხელ ვაფასებთ გაწეულ სამუშაოს და მიზნად ვისახავთ მომავალ სამოქმედო გეგმას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება