სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ტესტები მთლიანად სკოლასა და მოსწავლეზეა მორგებული“- გარდაბნის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა
24-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

23 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 64 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ სკოლების დირექტორები საუბრობენ.

ესმა მოსიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობით ჩემი სკოლის მოსწავლეები დაინტერესებულები არიან. სკოლაში ეს საკითხი ერთ-ერთ მასწავლებელს ჩავაბარეთ. პირადად მე, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მომწონს, მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან, მათთვის მიღებული სიგელები ერთგვარი სტიმულია. ამით ბავშვები ძალიან გახარებულები არიან. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პროექტია და მოსწავლეები ყოველწლიურად აქტიურად ერთვებიან.

მაია ტორაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა. ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კი ის არის, რომ საკუთარი შედეგი ტესტის დასრულებისთანავე იციან, ლოდინი არ უწევთ. ეს კი მათ მეტ მოტივაციას აძლევს. ახლა ტესტირება ონლაინ იმართება, უნდა აღვნიშნო, რომ ტექნიკურად ყველაფერი გამართულია და მოსწავლეები კმაყოფილები არიან. მათთვის ონლაინ ფორმატი მოსახერხებელი აღმოჩნდა. ყოველთვის ვაქტიურობთ, 3 წლის წინ მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო.

ნათია კანდელაკი, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს „ეტალონის“ შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ვაცნობთ. ისინი მონაწილეობით ძალიან დაინტერესებულები არიან. როგორც კი ვუთხარით, რომ კონკურსი იმართებოდა და ტესტირება ექნებოდათ, ინიციატივა მათგან წამოვიდა. ჩვენი სკოლა მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, მცირეკონტინგენტიანი ვართ. ეს ინტელექტ-ჩემპიონატი კი მოსწავლეებისთვის საკმაოდ დიდი მოტივაციაა. მასში მონაწილეობით მოსწავლეებს სწავლის მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესი გაუჩნდათ. როდესაც თვითონაც ხვდებიან, რა საკითხი გაუჭირდათ, ცდილობენ, რომ ამაზე მეტი ინფორმაცია მოიძიონ და ცოდნა გაიღრმავონ.

მარიამ გარაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ მიერ გამართულ ნებისმიერ აქტივობაში ვმონაწილეობთ. ეს პროექტი ჩვენთვის მისაღებია, რადგან მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია, უფასოა, ძალიან საინტერესოა, სასწავლო მასალაზე მორგებული ტესტებია. გარდა ამისა, მონაწილეებს წამახალისებელი სიგელები გადაეცემათ, რასაც შემდეგ მოსწავლეები სოციალურ ქსელში ტვირთავენ. ეს მათთვის მოტივაციის მიმცემია. ბავშვები კონკურსის პირველ ეტაპში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და ახლაც მეორე ეტაპს ველოდებით. ტესტები მთლიანად სკოლასა და მოსწაველზეა მორგებული. ვერავინ იტყვის, რომ ჯერ ეს არ მისწავლია ან არ გამივლია. კითხვებია ისეთი, რომელიც ზოგად უნარებსაც ამოწმებს. ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენ „ეტალონს“ მხოლოდ მივესალმებით.

ლია შოთაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები „ეტალონში“ ძალიან აქტიურობენ. გვყოლია ისეთი მოსწავლეებიც, რომლებსაც წარმატებისთვის მიუღწევიათ. ძალიან დიდი პატივს ვცემთ „ეტალონის“ შრომასა და კონკურსს. წელს სკოლაში ამ საკითხზე მიმაგრებულმა მასწავლებლებმა ინფორმაცია ჯგუფებში გადააზიარეს. 3 მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა. ველოდებით ამ ეტაპის დამთავრებასაც. დიდი იმედი მაქვს, რომ თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენენ.

თეა წიკლაური, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ინტელექტ-ჩემპიონატი დასწრებით ფორმატში იმართებოდა, ჩემი სკოლის მოსწავლეთა ჩართულობა უფრო მაღალი იყო. იმ პერიოდში ისეთი ბავშვები მონაწილეობდნენ, რომ ვერ წარმოვიდგენდი, დაინტერესდებოდნენ. მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ საინტერესო კონკურსია. არ ყოფილა არც ერთი წელი, ჩვენი სკოლის მოსწავლეები რომ არ ჩართულიყვნენ. ბავშვებისთვის სხვადასხვა ტესტირებაში მონაწილეობა ძალიან სასარგებლო და საინტერესოა. ისინი ამით თავიანთ ცოდნას ავლენენ.


ასევე იხილეთ:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

გარდაბნელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს

სტუდენტების საყურადღებოდ - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

მაისში სკოლებისა და ბაღების დასვენების დღეები ცნობილია

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

სკოლამ საკუთარი ძალები კონკურსის სამივე ნომინაციაში წარმოაჩინა, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ესეების კონკურსში მოიპოვა

„წიგნის ჯადოსნურ სამყაროში“ – კითხვის დღე ვანთის საჯარო სკოლაში

„როცა სიტყვა ფერად იქცევა და მელოდია - ემოციად“ - ინტეგრირებული გაკვეთილი ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში

„მოვუფრთხილდეთ ჩვენს სახლს“ – დედამიწის დღე ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში

„ენა, რომელიც გვაერთიანებს“ – დედაენის დღე ხავეთის საჯარო სკოლაში

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება