სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„გამარჯვებამ კიდევ უფრო გამიღრმავა იმის რწმენა, რომ შრომა არ იკარგება“- სენაკის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა
13-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

10 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ სენაკის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „სენაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული „სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის“ X კლასის მოსწავლე ლუკა ხარებავამ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა სენაკელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, მერიის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორები და პედაგოგი საუბრობენ.

დარეჯან ზარანდია, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩვენთვის ძალიან საყვარელი და საინტერესო პროექტია. მასში მოსწავლეებს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის საშუალება აქვთ. მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა ლუკა ხარებავას წარმატება, რადგან ამ მოსწავლეს, როგორც ძალიან ნიჭიერ ადამიანს ისე ვიცნობ. იმედი მაქვს, რომ „ეტალონში“ წელსაც სენაკელები ვიქნებით პირველები. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ჩემპიონატში სკოლები აქტიურად ერთვებიან. წლიდან წლამდე ველოდებით ხოლმე „ეტალონის“ დაწყებას.

გივი მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი:

ჩვენს მუნიციპალიტეტში „ეტალონი“ მერიის თანაორგანიზებით იმართება. ეს პროექტი მოსწავლეებში წლებია, რაც პოპულარობით სარგებლობს და დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ზოგადად, რა თქმა უნდა, მოსწავლეებისთვის ყველანაირი წარმატება მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, როდესაც „ეტალონი“ დასწრებით ფორმატში იმართებოდა და დიდი იმედი გვაქვს რომ მსგავსი დრო კიდევ დადგება.

ირმა კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენელი:  

ამ პროექტის ავტორების მიმართ მადლობის გადახდით არ დავიღლები, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტ-ჩემპიონატია, რომელიც ახალგაზრდებს მოტივაციას უღვივებს. თამამად მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა „ეტალონიდან“ „ეტალონამდე“ არიან და კონკურსისთვის აქტიურად ემზადებიან. რაც შეეხება მერიის ჩართულობას, სიამაყით მინდა გითხრათ, რომ შარშანდელი „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ სენაკელია. ჩვენ ყოველწლიურად პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფინანსურად ვახალისებთ, რათა ამით მოტივაცია სხვებსაც გაეზარდოთ. წლევანდელი წელიც არ იქნება გამონაკლისი, მოსწავლეები 500, 400 და 300 ლარის ოდენობით წახალისდებიან. შარშან გამარჯვებულ მოსწავლეს 1000 ლარი გადავეცით. მივესალმები „ეტალონს“ და ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს პროექტი ცენტრალურ ტელევიზიებშიც გადაიცემოდეს. მართალია, ყველა მოსწავლემ კარგი შედეგი ვერ აჩვენა, თუმცა ყველანი მონდომებულები და მოტივირებული არიან, რომ მომავალ წელს წარმატებას მიაღწიონ.

ლუკა ხარებავა, „სენაკის ეატლონი მოსწავლე“, „სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმი“:

რაღაც მხრივ, მიღწეულ შედეგს ველოდი, რადგან ინტელექტ-ჩემპიონატისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მასშტაბითაც გავიმარჯვებ. ფინალისთვის უკვე ინტენსიურად ვემზადები და იმედია, რომ ჩემი შრომა შედეგს გამოიღებს. „ეტალონში“ შარშანაც ვმონაწილეობდი, სამწუხაროდ, მხოლოდ მე-3 ადგილზე გავედი. მას შემდეგ მიზანი დავისახე და ახლა მივაღწიე. ჩემთვის ეს წარმატება კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა, რათა საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება შევძლო და უფრო დიდ მასშტაბზე გავიდე. „სენაკის ეტალონი მოსწავლე“ რომ გავხდი, ამან კიდევ უფრო გამიღრმავა იმის რწმენა, რომ შრომა არ იკარგება. თუ მიზანი გაქვს, დროს გამოყოფ და იშრომებ, მას აუცილებლად მიაღწევ.

ნიკოლოზ ლაშქარავა, მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე, „სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმი“:

პირადად ჩემთვის, „ეტალონში“ მონაწილეობა უდიდესი გამოცდილება იყო. ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები ხშირად უნდა იმართებოდეს. ამით მოსწავლეებს საშუალება აქვთ, რომ თავიანთი ცოდნა გამოავლინონ. მე მეორედ მივიღე მონაწილეობა. ერთი კვირით ადრე გავიგე, რომ „ეტალონი“ იწყებოდა. უნარებსა და ზოგად საკითხებში ვმეცადინეობდი. რაც შეეხება ტესტებს, არც ისე მარტივი იყო, თუმცა ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიმეღო.

ლუარა ნორაკიძე, „სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის“ დირექტორი:

ორივე მოსწავლე - ლუკა ხარებავა და ნიკოლოზ ლაშქარავა წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი „ეტალონში“ ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ და წარმატებას აღწევდნენ. ყველა საგანს ერთნაირად ფლობენ. ჩვენი სკოლისთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა. განა რომელი სკოლისთვის არ იქნება ეს წარმატება ბედნიერების მიზეზი?! მით უმეტეს, ჩვენ დაახლოებით, 10 წლის სკოლა ვართ. ჩვენი მოსწავლეები ძალიან აქტიურები, მონდომებულები და მიზანდასახულები არიან. უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, მე მე-8 კლასს „ტვინების კლასს“ ვეძახი, იმდენად კარგი მოსწავლეები გვყავს. ასევე, დანარჩენ კლასებშიც. ზოგიერთმა მოსწავლემ „ეტალონის“ ტესტირებაში ცოტა იჩქარა, თუმცა წარმატებებს სამომავლოდ აუცილებლად მიაღწევენ. ახლა „ეტალონი მოსწავლე“ უკვე ფინალისთვის ემზადება. ამ პროცესში ყველა მასწავლებელი ჩართული ვართ.

მზევინარ ნინუა, „სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის“ პედაგოგი:

ჩვენი სკოლისთვის „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები მობილიზებულები იყვნენ. უნდა აღვნიშნო, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასული მოსწავლეები ნამდვილად გამორჩეულები არიან. ერთი მე-11 კლასის მოსწავლეა, ხოლო მეორე მე-10. ყველა საგანს თანაბრად კარგად სწავლობენ, გაცდენები თითქმის არ აქვთ, ძალიან მონდომებული ბავშვები არიან. ნიკოლოზ ლაშქარავა ადრეც მონაწილეობდა „ეტალონში“ და მუნიციპალურ ათეულში იყო ხოლმე. ასევე, ლუკა ხარებავაც ძალიან მონდომებული მოსწავლეა, ის სხვადასხვა აქტივობაში ხშირად მონაწილეობს ხოლმე. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ასეთ წარმატებას მიაღწიეს. ტესტები არ არის ისეთი, რომ მოსწავლეებმა თავი ვერ გაართვან, სისწრაფეზეა დამოკიდებული ბევრი რამ, რაც პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლემ კარგად გათვალა.

ნიკოლოზ წირქვაძე, მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლა:

ჩემთვის მიღწეული წარმატება მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მეტს ველოდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი ქულით პირველ ან მეორე ადგილს დავიკავებდი. კონკრეტულად ამ ტესტირებისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ. რაც ვიცოდი, იმას ვწერდი. „ეტალონში“ შარშანაც ვმონაწილეობდი, მაშინ მეორე ადგილზე გავედი, ხოლო ჩემი ძმა პირველზე.

დემნა ჭანტურია, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლისთვის მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამით ვამაყობთ, ეს ჩვენი სახელია. მოსწავლეს მინდა, რომ წინსვლა და კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვო. ზოგადად, „ეტალონში“ მონაწილეობით ჩემი სკოლის ბავშვები ძალიან დაინტერესებულები არიან. ნიკოლოზ წირქვაძის შედეგი არ გამკვირვებია, რადგან ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზარდაა.



ასევე იხილეთ:

სენაკის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„ეტალონი“ გვეხმარება მომავალი სასწავლო მიდგომები დავგეგმოთ“ - სენაკის მუნიციპალიტეტში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

სენაკელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება