სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ გვეხმარება მომავალი სასწავლო მიდგომები დავგეგმოთ“ - სენაკის მუნიციპალიტეტში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
10-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით  დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

9 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი სენაკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 62 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „სენაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 10 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

ტესტირების მიმდინარეობისა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბრობენ:

პაატა გაბელია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და რაც უფრო ხშირად ჩატარდება, ბავშვებს მით მეტი მოტივაცია და დაინტერესება ექნებათ. ჩემი მოსწავლეების ჩართულობითა და შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან საკმაოდ კარგად გამოავლინეს ცოდნა და უნარები. აქვე დავძენ, რომ კითხვები ძალიან საინტერესოდ იყო შედგენილი. „ეტალონთან“ ძალიან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, რადგან მსგავსი სახის პროექტები მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ გვეხმარება მომავალი სასწავლო მიდგომები დავგეგმოთ.

მაია ახალაია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი მოსწავლეები ძალიან აქტიურად და ამავდროულად, მონდომებით არიან ჩართულები. პანდემიამ ბავშვებს საკმაოდ ბევრი რამ დააკლო და ახლა, ამ პროექტით ნელ-ნელა დანაკლისს ინაზღაურებენ. პროექტით სასკოლო საზოგადოება კმაყოფილები ვართ. ვისურვებდი ყველა მოსწავლე ჩაერთოს „ეტალონში“, რათა შემეცნებითი უნარები მეტად განივითარონ და ყოველგვარ გამოწვევას მომზადებულები შეხვდნენ.

ლია თოფურია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროექტით პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ. „ეტალონის“ საშუალებით მოსწავლეებისთვის შეიქმნა მოტივაცია, გააკეთონ მეტი, გამოუმუშავდეთ თვითშეფასების უნარი და ასევე, კრეატიულობაც მოემატოთ. ეროვნულ-ინტელექტ ჩემპიონატ „ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ. ჩემი მოსწავლეები მონაწილეობით უაღრესად კმაყოფილები არიან და მე-11 კლასის მოსწავლე, ძალიან კარგი გოგონა ჩვენ სასიხარულოდ მეორე ეტაპზე გადავიდა, რაშიც „ეტალონმა“ ძალიან შეუწყო ხელი.

დემნა ჭანტურია, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეები პროექტში ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და ვფიქრობ, ყველაფერმა მაღალ დონეზე ჩაიარა. „ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ, რადგან ძალიან კარგ პროექტად მიმაჩნია. ვფიქრობ, რაც უფრო ხშირად ჩატარდება მოსწავლეების ცოდნის ამაღლებისთვის უკეთესი იქნება. თავად სახელწოდება - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიუთითებს, იმას, თუ რას ავითარებს მოსწავლეებში.

მზიური ოდიშარია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის დირექტორი:

პანდემიამ ბავშვებს ბევრ რამეში შეუშალა ხელი, თუმცა ძალიან კარგი და წარჩინებული მოსწავლეები მყავს. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპზე ჩემი ორი წარჩინებული მოსწავლე გადავიდა, რაც ძალიან მახარებს. ბავშვებისგანაც ვგრძნობ, თუ რამდენად მოხარულები და კმაყოფილები იყვნენ პროექტში მონაწილეობით. მათთვის ეს დიდი სტიმულის მიმცემი გახდა. ვფიქრობ, ბავშვებისთვის ეს პროექტი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია.

რევაზ ჯოჯუა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ჩატარებას ძალიან ელოდებოდნენ და აქტიურადაც იყვნენ ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია მოსწავლეების მონაწილეობით კმაყოფილი ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ, რადგან ძალიან საინტერესო პროექტია და ვხედავ, ბავშვები დიდი ხალისით ერთვებიან.


ასევე იხილეთ:

სენაკის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

სენაკელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება