სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს, დოქტორანტ გიორგი გოდერძიშვილს დიდი სიამაყით გვაცნობს
24-05-2022
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულ გიორგი გოდერძიშვილს სიამაყით გვაცნობს. 

მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის სიცოცხლის და მეცნიერებათა უნივერსიტეტში გააგრძელა. დღესდღეობით კი, იმავე უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე - ნუტრიოლოგია და საკვები, სწავლობს.

მისი სადოქტორო ნაშრომის თემაა: მოლეკულური ბიომარკერების შესწავლა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ეთიოპათოგენეზში, ბიოლოგიურ მატრიცებში მეტაბოლური მიდგომებით.

პარალელურად, გიორგი გოდერძიშვილი გენეტიკური ბიომეცნიერების კომპანიაში, ბიოქიმიკოსის პოზიციაზე მუშაობს. 

აღსანიშნავია, რომ მან მაგისტრის წითელი დიპლომი აიღო და ასევე, 2021-2022 წლებში უცხოენოვან სტუდენტებს შორის, იმავე ფაკულტეტის, სასტიპენდიანტებს შორის ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულა ჰქონდა.

„მუშაობა მომიწევს ჩარლზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაქულტეტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტის ბიოქიმიის კვლევით ჯგუფში, საკვლევი მასალაც მოწოდებული იქნება ბრისტოლის უნივერსიტეტიდან“,- აღნიშნავს სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება