სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„გამარჯვებული მერიისგან სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებს“- „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
26-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

20 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ბორჯომის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ბორჯომის N4 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი ბერიძემ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები კი ბორჯომის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ გაგლოშვილმა და ლიზი სტეფნაძემ დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ბორჯომელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და „ეტალონი მოსწავლე“ საუბრობენ.

გიორგი ბერიძე - „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“, ბორჯომის N4 საჯარო სკოლა:

ჩემთვის „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი იყო. მოტივაცია მქონდა, რომ მასში გამარჯვებისთვის მიმეღწია. ძალიან საინტერესო ინტელექტ-ჩემპიონატია და ვთვლი, რომ მასში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის კარგია. საჭიროა, რომ მასში ჩართულ მოსწავლეს დიდი ცოდნა ჰქონდეს. სპეციალურად ამ კონკურსისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ, მე ბევრს ვკითხულობ, ბევრს ვსწავლობ და ჩემი ცოდნა ამ კონკურსში გამოვიყენე. ახლა ფინალური ეტაპისთვის ვემზადები.

ოთარ არბოლიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და წარმატებული პროექტია. მის მიმდინარეობაში მერია, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩართული იყო. რა მოთხოვნაც იყო, შესაბამისი თანადგომა გავუწიეთ, გვერდში დავუდექით, ორგანიზებაში მივეხმარეთ. ნამდვილად წარმატებული პროექტია, ვულოცავ მონაწილეებს. ჩვენ წლებია ამ პროექტთან ვთანამშრომლობთ და სამომავლოდაც აუცილებლად გავაგრძელებთ.

სოსო რაზმაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

„ეტალონი“ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. მის პირველ ეტაპზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ეს პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან პოპულარულია. მსგავსი აქტივობები ყოველთვის ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ასეთი პროექტებისგან შორს ნამდვილად ვერ დადგება, აუცილებლად ჩართულები ვიქნებით. „ეტალონთან“ ახლაც ვთანამშრომლობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება გამარჯვებულს - გიორგი ბერიძეს ის მუნიციპალიტეტის მერიისგან სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებს.

ქეთევან ბეროზაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:

რასაკვირველია, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტები ყოველთვის კარგია. ეს მათთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რათა იყვნენ უფრო წარმატებულები, განათლებულები, მეტი იკითხონ. „ეტალონი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მთელ საქართველოში წლებია, რაც მიმდინარეობს. ჩვენთან ის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. მიგვჩანია, რომ ის ჩვენს ახალგაზრდებს წინსვლაში, გამოცდილებისა და განათლების მიღებაში ძალიან ეხმარება. ვფიქრობ, ის ყველანაირად ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, რომ იყვნენ აქტიურები და მოტივირებულები. ამიტომ, მერია ძალიან დიდი სიამოვნებით ერთვება ამ პროექტში.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ეტალონი“ მოსწავლეებს ინტელექტუალურ განვითარებაში ეხმარება - ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ბორჯომელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

სამშაბათს სკოლებში სწავლა არ იქნება - ოფიციალური უქმე დღე საბავშვო ბაღებსაც ეხება

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფები, ისინი დასაჩუქრდნენ დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით

 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება