სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს ინტელექტუალურ განვითარებაში ეხმარება - ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
20-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციადქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

19 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ბორჯომელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 54 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 20 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ზურაბ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობით ჩემი სკოლის მოსწავლეები კმაყოფილები არიან, მათთვის ჩემპიონატში მონაწილეობა ძალიან საინტერესოა. ზოგადად, ამ კონკურსში ყოველ წელს ვერთვებით. „ეტალონი“ მოსწავლეებს ინტელექტუალურ განვითარებაში, ლოგიკურ აზროვნებასა და სასწავლო პროცესში ეხმარება. მათ განვლილი მასალის ანალიზის შესაძლებლობა ეძლევათ.

ზაზა გოგოლაძე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებულია. მასში მონაწილეობა მოსწავლეებზე დადებითად აისახება. ზოგადად, ტესტირებებში ჩართულობა მოსწავლეების მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე კარგად აისახება.

ნესტან ლილუაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეები „ეტალონში“ ხშირად მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ისინი წარმატებასაც აღწევენ. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, არაფორმალური განათლების მიმართ მოსწავლეთა ინტერესი მაღალია და შესაბამისად, კონკურსებშიც დიდი მონდომებით ერთვებიან, რაც მათ მოტივაციაზეც აისახება.

ალბერტ არუთუნიან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპზე 3 მოსწავლე გადავიდა და ახლა მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. მე ძალიან მომწონს ეს კონკურსი, დადებითად ვარ განწყობილი, მოსწავლეებიც დაინტერესებულები არიან და მონდომებით მონაწილეობენ. ჩვენ „ეტალონში“ ყოველ წელს ვერთვებით, ფინალშიც ვმონაწილეობდით. ჩემი სკოლა, ამ მხრივ, ყოველთვის აქტიური იყო.


იხილეთ: 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ბორჯომელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება