სიახლეები
ეტალონი

„წინასწარ ემზადებოდნენ, ძველ კითხვებს ნახულობდნენ და ძალიან მონდომებულები იყვნენ“- „ლანჩხუთის ეტალონის მოსწავლე“ გამოვლინდა
25-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

20 მაისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ლანჩხუთის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე გიორგი ფირცხალაიშვილმა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილებიც ამავე გიმნაზიის მოსწავლეებმა თამთა შეროზიამ და გიორგი კალანდარიშვილმა დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ლანჩხუთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, სკოლის დირექტორი და პედაგოგი საუბრობენ.

ეკა გუჯაბიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია „ეტალონის“ ყველა პროექტის აქტიური მხარდამჭერია. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი ისეთი საგანმანათლებლო პროექტი იქნება, რომელიც მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს, მით უკეთესი. ეს არ არის პირველი წელი „ეტალონისა“ და ჩვენი მერიის თანამშრომლობის. ეს პროექტი უკვე წლებია სკოლების მხრიდან აქტიური ჩართულობით გამოირჩევა. ახალგაზრდებიც უფრო მოტივირებული არიან, რომ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ და კარგი შედეგი აჩვენონ. ვაპირებთ, რომ „ეტალონთან“ თანამშრომლობა მომავალშიც მჭიდროდ გავაგრძელოთ.

ია ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

„ეტალონი“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც მედიასივრცეში ხორციელდება. უკვე წლებია, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ამ ჩემპიონატში აქტიურადაა ჩართული. მინდა გითხრათ, რომ, ამ მხრივ, როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები და პედაგოგებიც ძალიან აქტიურობენ. ამ ყველაფერმა კი განაპირობა ის, რომ მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის გამოთქვამს მზაობას, რათა ამ პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყოს. ეს პროექტი წარმატებულია იმდენად, რამდენადაც ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას, მათი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას. ის თავისი ეროვნულობით, კვალიფიციურობით გამოირჩევა. მინდა, რომ ბატონ გოჩასა და „ეტალონის“ მთელ გუნდს წარმატება ვუსურვო.

ქეთევან ებრალიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი:  

„ეტალონში“ წელს 119 ლანჩხუთელი მოსწავლე ჩაერთო. შედეგებიც ძალიან კარგია. საკმაოდ იაქტიურა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ. გამარჯვებულიც ამ სკოლის მოსწავლე გახდა. მინდა, მივულოცო მას ეს წარმატება. ჩვენი მერია არაერთი წელია, რაც რესურსცენტრთან და სკოლებთან ერთად, „ეტალონის“ გუნდთან საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობს. მომავალშიც ვაპირებთ, რომ ასე გაგრძელდეს, რადგან პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს და აქტუალობა არ დაუკარგავს. ამჯერად, ჩემპიონატი ონლაინ ჩატარდა, იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს უკვე დასწრებით ფორმატში გაიმართება. 

ნინო ჩიტაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ჩვენს მუნიციპალიტეტში „ეტალონს“, ტრადიციულად, მაღალი გამოხმაურება აქვს. ბავშვები მონდომებულები და მოტივირებულები არიან. პირველ და მეორე ეტაპზეც მოსწავლეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო ჩართული. მოსწავლეები ძალიან გახარებულები არიან. მათთვის ეს, სასწავლო შედეგების გაუმჯობესების კუთხით, საკმაოდ კარგი მოტივაცია და სტიმულია. მოსწავლეებისთვის თავიანთი წარმატების აღიარება ნებისმიერ კონკურსში  ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად, მასში მიღწეული წარმატება ბავშვებზე დადებითად აისახება.

მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) - ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი:

ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ მონაწილეობით ძალიან დაინტერესებული არიან - ეს ხომ გონებრივი ვარჯიშია. მინდა ვთქვა, არამარტო ბავშვებს, არამედ ჩვენს გვაინტერესებს და მასწავლებლებმაც რომ მიიღონ მონაწილეობა, ურიგო არ იქნება. შარშანაც ჩვენმა ბავშვებმა გაიმარჯვეს, წელსაც. ზოგადად, 25 წელია, რაც ჩვენი გიმნაზია არსებობს. ესაა იგივე საჯარო სკოლა, ოღონდ გაძლიერებული პროგრამით. დამატებული გვაქვს სხვადასხვა საგანი, სახარება, სამოციქულო და ა.შ. ჩვენთან კარგი საშუალება აქვთ მოსწავლეებს, რომ როგორც ტექნიკურ, ისე ჰუმანიტარულ საგნებში განვითარდნენ. ბავშვებიც მონდომებულები არიან და ძალიან ბევრი წარმატება გვაქვს. მოსწავლეებს უნდათ, რომ ასეთ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა.

ინგა აფხაძე, ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგი:

„ეტალონი“ სამოტივაციოდ ძალიან კარგი კონკურსია. მასში ბავშვები დიდი ინტერესით ერთვებიან, ძალიან ელოდნენ, თუ როდის დაიწყებოდა ჩემპიონატის ახალი ეტაპი. შარშან ვინც მონაწილეობდნენ, ისინი წელსაც ჩაერთნენ, რადგან კონკურსი ძალიან მოეწონათ. რამდენიმემ მითხრა, მოტივაცია ისე ამიმაღლდა და საკუთარ თავში იმხელა რწმენა აღმოვაჩინეო, რომ წელს ისევ ვსინჯავთო. ისინი ტესტებს არა გამარჯვებისთვის, არამედ თავიანთი ცოდნის გამოსაცდელად ასრულებდნენ. ძალიან მიხარია, რომ მოსწავლეებმა ჩვენი იმედები გაამართლეს და მასწავლებლებს მოგვყვნენ. წინასწარ ემზადებოდნენ, ძველ კითხვებს ნახულობდნენ და ძალიან მონდომებულები იყვნენ. ფაქტობრივად, ისე მეცადინეობდნენ, როგორც გამოცდის წინ. ასეთი კარგი პროექტისთვის მთელ გუნდს დიდ მადლობას ვუხდი.

გიორგი ფირცხალაიშვილი - „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“, ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია:

„ეტალონში“ მონაწილეობის მისაღებად წინასწარ არ მოვმზადებულვარ, თუმცა ჩემთვის ტესტები რთული არ იყო, უბრალოდ დრო იყო ცოტა შეზღუდული. მიუხედავად ამისა, პირველი ადგილის დაკავებას არ ველოდდა მაინც ვღელავდი. მიღწეული წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩემს მოტივაციაზე დადებითად აისახა. ფინალური ეტაპისთვის კი აქტიურად ვემზადები.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„მოსწავლეს, რომელიც „ეტალონში“ მონაწილეობს,  შინაგანი მოტივაცია აქვს“- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ლანჩხუთელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება