სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
16-05-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ქობულეთის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში 10 მოსწავლე - ბექა კახიძე (XI კლასი), მირზა კახიძე (XI კლასი), ანა კახიძე (VIII კლასი), დათაა მელაძე (VIII კლასი), დიეგო დუმბაძე (VIII კლასი), რეზო კახიძე (VIII კლასი) სულხან კახიძე (VIII კლასი), დიტო კახიძე (VIII კლასი), ზურა კახიძე (VIII კლასი) და მაია ართმელაძე (XI   კლასი) მონაწილეობდა. შემდეგ ეტაპზე - ანა კახიძე და მაია ართმელაძე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. დანარჩენ მოსწავლეებს კი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

10 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქობულეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი 31 მაისს ავტომატურად დადასტურდება - განახლებული ინფორმაცია მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების აპრობაცია დასრულდა - NAEC შედეგებს აქვეყნებს

მასწავლებელთა შეფასების კრიტერიუმები სამინისტრომ დაამტკიცა - ეროვნულ პერმიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

პიროვნება

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

მოსწავლეებმა გააცოცხლეს საქართველოს ისტორია, ხოტბა შეასხეს სარწმუნოებას

მოსწავლეები მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო პროგრამაში - „4 სიცოცხლე“
 

ღონისძიება შემეცნებითთან ერთად სახალისო და ინტერაქტიულ ხასიათსაც ატარებდა

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება