სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გულგულის საჯარო სკოლის პედაგოგმა, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება ჩაატარა
16-05-2022
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში გეოგრაფია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მადლენა გიგაურმა სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება ჩაატარა.

მასწავლებელთან ერთად ღონისძიებაში მეთორმეტე კლასის მოსწავლე მარიამ ჯალანდარი მონაწილეობდა.

ღონისძიების დასაწყისში, მასწავლებელმა ისაუბრა უკრაინის მოვლენებზე, თანაგრძნობა გამოხატეს ომში დაღუპული უდანაშაულო ადამიანების მიმართ. გაჟღერდა უკრაინის ჰიმნი.

პედაგოგმა საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციების შესახებ და ასევ, ისაუბრა პრევენციული ღონისძიებების დასახვის გზებზე.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები. დასასრულს მოეწყო „განგაში“ მიწისძვრის შემთხვევაში, როგორ იმოქმედებდნენ მოსწავლეები, ასევე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს დაზარალებულ მოსწავლეებს; ცხვირიდან სისხლდენის შეჩერების მიზნით და ხელის მოტეხილობის შემთხვევაში დაადეს ერთჯერადი სახვევი.

გულგულის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მასწავლებელს და მოსწავლეებს, საინტერესო და ინფორმაციული ღონისძიებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება