სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არლის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი ღონისძიებით მიაგეს
16-05-2022
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებით „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“, მე-8 კლასის მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს და რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრეს. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ღონისძიება ცეკვით დაასრულეს. 

აქტივობით სკოლის დირექტორი და დამსწრე პედაგოგები ძალიან მოიხიბლნენ.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი ნარგიზ კაჭკაჭაშვილი იყო.

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

„ღონისძიების მიზანი იყო, იმ საშინელი ტრაგედიის გახსენება, რაც 1989 წლის 9 აპრილს დაატყდა თავს ქართველ ხალხს. მოსწავლეებმა ისაუბრეს 9 აპრილის მოვლენებმა რა როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელ მოძრაობაში, გაიხსენეს და პატივი მიაგეს (ამ დღეს დაღუპულ გმირებს,) 1989 წლის 9 აპრილს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, ასევე გულისტკივილი გამოხატეს და იმაზედ რომ, რუსეთის აგრესიის შესახებ აქამდე თუ მხოლოდ წაკითხულით იცოდნენ, დღეს თვითმხილველნი გახდნენ როგორი დაუნდობელი და აგრესორია რუსეთი და თანაგრძნობა გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ.
ამ ღონისძიებამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სკოლის დირექტორმა მ. ჩხიტუმიძემ და დამსწრე პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს და მადლობა გადაუხადეს, როგორც მოსწავლეებს, ისე კლასის დამრიგებელს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება