სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები თიხის დამუშავების ტექნიკას გაეცნენ
16-05-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის, ვენერა აბუსერიძის ხელმძღვანელობით სტუდია „ანდამატს“ ეწვივნენ.

„ნებისმიერი თემის შესწავლისას მნიშვნელოვანია მოსწავლეების ცნობისმოყვარეობა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს და ეს არ იყოს მხოლოდ ინფორმაციული ცოდნის მიწოდება. საწყის ეტაპზე მოსწავლეები ეცნობიან უამრავ ინფორმაციას თიხის მოპოვების, დამუშვებისა და გამოწვის საიდუმლოს შესახებ. მათ კარგად იციან, რომ თიხა ადამიანებმა ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მას შემდეგ აქტიურად იყენებენ ჭურჭლისა თუ სხვა დეკორატიული ნივთების დასამზადებლად. აქტივობა უფრო და უფრო საინტერესო და სახალისო ხდება როცა თავად შეეხებიან თიხას და მათი პატარა ხელებით შექმნიან  ნამუშევრების. სტუდია „ანდამატი“ ამის საშუალებას გვაძლევს. გაკვეთილი ორ ეტაპად განხორციელდა, პირველ ჯერზე მოსწავლეებმა შექმნეს თიხის ნამუშევრები, გამოწვის შემდეგ შეძლეს მისი მოხატვა. განხორციელებული აქტივობებით მოსწავლეებს ცოდნა გაუღრმავდათ და უფრო მოტივირებული გახდნენ“, - აღნიშნავს პედაგოგი ვენერა აბუსერიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება