სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ციხე - ტაძართა საგალობელი“​ - ეწერისა და ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ერთობლივი პროექტი განახორციელეს
16-05-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ხემხვაიემ“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა ერთობლივად პროექტი - „ციხე - ტაძართა საგალობელი“ განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში, შედგა სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ზუგდიდის მანცხვარკარის ტაძარი მოილოცეს; ასევე, ბავშვები დაინტერესდნენ ფრესკებსა და ხატებზე არსებული წარწერებით.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ასომთავრული დამწერლობა და სასიამოვნო აღმოჩნდა ტექსტებისა და წარწერების წაკითხვა. გაეცნენ ტაძრის ისტორიას, ფრესკებზე გამოსახულ ბიბლიურ სცენებს. მოსწავლეები ესტუმრნენ ასევე, რუხის ციხეს. ბავშვები ციხის გალავანმა, შემორჩენილმა კოშკებმა აღაფრთოვანა თუმცა, აღნიშნეს ციხის პრობლემებიც.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგები ინგა სამუშია და მთვარისა ფიფია გახლავთ.

„სუროს დაუფარავს თითქმის ციხის გალავანი და ფიქრობენ მოსწავლეები, რომ ეს საფრთხეს უქმნის ციხე - სიმაგრეს. მოსწავლეებმა მასწავლებლებისგან მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები ციხის ისტორიიდან, წაიკითხეს ლექსები გმირ წინაპრებზე და ბოლოს, სადაც წინათ ხმალთა ელვარება, მეომართა საბრძოლო ყიჟინა ისმოდა, იმ მიდამოს დღეს ორი სკოლის დამეგობრებული მოსწავლეების სიცილ - კისკისი ფარავდა, შორს კი ჩამონგრეული ციხის გალავნიდან, დასავლეთით ზღვა ილანდებოდა. პროექტის ხელმძღვანელები მადლობას უხდიან ეწერის საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ რობერტ გელოვანს პროექტის მხარდაჭერისთვის, პერსონალური დიდი მადლობა, თქვენი სკოლის დირექტორს ბატონ რობერტ გელოვანს პროექტის ფინანსური მხარდაჭერისათვის, ასევე მადლობას უხდიან ჩხორის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის ხელმძღვანელს, ქალბატონ ინგა თორდიას, მშობლებს აქტიურობისათვის. ეწერის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს ბადრი ჯინჯოლავასა და სტუდენტ - პრაქტიკანტს მონიკა ჩოკორაიას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება