სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლაში ისტორიული დღე შედგა“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი მემორანდუმი გააფორმა
13-05-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლამ ფონდთან „საქართველოს ემიგრანტები“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

მემორანდუმის მიზანი ქართული საერთაშორისო-საგანმანათლებლო დიასპორული პროექტის - „პატრიოტი დიასპორული“ მხარდაჭერაა.

მემორანდუმის გაფორმებას მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, დაწყებითების ქოუჩი იაგო ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე და გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქტორი მურთაზ კანკაძე ესწრებოდნენ.

სკოლის სააქტო დარბაზში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „საქართველო არის ესე“ მოეწყო. 

„სკოლაში ისტორიული დღე შედგა, გაფორმდა მემორანდუმი ა(ა)იპ ფონდი „საქართველოს ემიგრანტები" და ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას შორის ურთიერთობის შესახებ. მემორანდუმზე ხელისმომწერი მზარეები იყვნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფონდი „საქართველოს ემიგრანტების“ წარმომადგენელი, მისი დირექტორის პროფესორი ქეთევან კინწურაშვილის მიერ და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა, წარმომადგენელი მისი დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის მიერ, რომლებიც შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის პირობებზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება