| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N118 საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ეს დღე მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება, ამიტომ სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ერთმანეთისთვის გადაეცათ წიგნები. კანდიდატის შერჩევა მოხდა შემთხვევითობის პრინციპით. ბავშვები გეგმავენ ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები და თანაკლასელებს წარუდგინონ პრეზენტაციები.
მეშვიდეკლასელთა პედაგოგი ნათია ქობალია მოსწავლეთა მშობლებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს 23 აპრილს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ