სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლაში წამყვანი მასწავლებლის, თამარ აქირთავას ხელმძღვანელობით, „რწყილი და ჭიანჭველას“ ინსცენირება მოეწყო
13-05-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში „რწყილი და ჭიანჭველას“ ინსცენირება მოეწყო. 

აქტივობის მიზანი ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევების, დიალოგური მეტყველების და მოსმენის უნარების განვითარება იყო. ასევე, საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება.

მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და როლები წარმატებით მოირგეს.

ღონისძიებას წამყვანი მასწავლებელი თამარ აქირთავა ხელმძღვანელობდა. მის მიმდინარეობას სასწავლო ნაწილის გამგე მარიკა კიკალიშვილი ესწრებოდა. მან მასწავლებელს ასეთი აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

„სიმულაცია და როლური თამაშები ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ცნობილი სტრატეგიაა, რაც ძალიან უყვართ ჩემს მოსწავლეებს.
ისინი დიდი ინტერესით ემზადებიან სიმულაციის, ხელოვნური სიტუაციის შესაქმნელად. ამჯერად, გადავწყვიტეთ „რწყილი და ჭიანჭველას“ ინსცენირება, რომელიც დავაკავშირეთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან“,-აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება