სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება მაწყვალითის საჯარო სკოლაში
26-04-2022
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალითის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლებმა ბიოლოგიის მასწავლებელ იზოლდა ზოიძის ხელმძღვალინობით, წარმოადგინეს თემა - „დედამიწა ჩვენი სახლი". 

შესავალ ნაწილში პედაგოგმა, იზოლდა ზოიძემ ისაუბრა დედამიწის დღის დაფუძნებასა და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების გზებზე.

მოსწავლეებმა კი დედამიწის დღის დაარსების ისტორიასა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. წაიკითხეს თემები: „ბუნებაზე", „მემკვიდრეობაზე", „ხეების ბაასი", „ბუნების მოვლენანი", „როგორ ჩნდება ცისარტყელა", „რომელია, ყველაზე ძლიერი არსება“, ასევე წარმოთქვეს ლექსები: „ბუნება ბრძანებელია", „გაზაფხულზე“, „ბუნება“. წაიკითხეს საბუნებისმეტყველო კათედრის ჰიმნი.

ღონისძიების მსვლელობის დროს რამოდენიმე აქტივობა შესრულდა: მოსწავლეებმა შეავსეს კროსვორდი; „ყვავილთა“ სახელებით მიიღეს სიტყვა „გაზაფხული“ და „სამშობლო“, მცენარეთა და ცხოველთა სახელებით მიიღეს სიტყვა - „დედამიწა“, აგრეთვე განხორციელდა სახალისო და სამოტივაციო აქტივობა - „ტყუილი თუ მართალი“, „შეკითხვების ყუთი", გაიმართა დისკუსია - მოსწავლეებმა„არეული სიტყვების დალაგებით მიიღეს სწორი წინადადებები".

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის დამზადდა, სხვადასხვა ბუკლეტები, ნახატები თემებზე - „ტყე ბუნების მშვენებაა“, „დავიცვათ დედაბუნება განადგურებისაგან“, „გავურთხილდეთ ბუნებას“,  „ვისუნთქოთ სუფთა ატმოსფერული ჰაერი“.

დასასრულს ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს სკოლის დირექციამ გადასცა ქების სიგელი.

საბუნებისმეტყველო და ესთეტიკური კათედრის წევრებთან ერთად ერთობლივად დაგეგმილ ღონისძიებაში, აქტიურად მონაწილეობდა მაწყვალთის საჯარო სკოლის მთელი პედაგოგიური კოლექტივი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება