სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„მასწავლებლის პროფესია ადრინდელთან შედარებით უფრო პრესტიჟული გახდა“ - მანანა ხობელია, ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი
22-02-2022
-
+


სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა. შესაბამისად სკოლების დირექტორები მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან ჩართული. Etaloni.ge  ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორს მანანა ხობელიას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებულია, ან უნდა ადამიანს გახდეს მასწავლებელი, ან არ უნდა; თუმცა თუ არჩევანზეა საუბარი, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროფესია გახდა უფრო პრესტიჟული, ვიდრე იყო ადრე. 

- თქვენი აზრით, რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- განათლების სისტემაში არის სკოლამდელი და დაწყებითი განათლების, ასევე საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა დეფიციტი, ასევე დეფიციტია განათლების მკვლევარების კუთხით.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?

- საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა ერთ-ერთი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი კომპონენტია მასწავლებლის კომპეტენციის შეფასებაში.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლების ხარისხი გაიზარდა, დაიხვეწა, უფრო პროდუქტიული გახდა და მე ვიტყოდი, რომ  დაიმკვიდრა თავისი ადგილი განათლების სისტემაში.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- რა მასწავლა პანდემიამ, როგორც დირექტორს, ასე არ ვიტყოდი, მაგრამ უფრო მეტად დამანახა სკოლის საზოგადოების თითოეული წევრის საჭიროება, ამან კი უფრო შემაძლებინა პროცესების  მეტად მოქნილი და ეფექტური მართვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება