სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გმირი“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი
10-02-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-8ა კლასში თემაზე - „გმირი“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

სკოლა აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL II) განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს. საჩვენებელი გაკვეთილი სწორედ ამ პროგრამაში ჩართულმა პედაგოგებმა - ნელი სიმონიშვილმა, მარიამ ვაჩიბერაძემ, თამთა გაჩეჩილაძემ და ლალი რობაქიძემ ჩაატარეს.

მოსწავლეებმა ზოგადად, ცნება გმირის შესახებ ისაუბრეს და პრეზენტაციები მათ მიერ ამორჩეული გმირის შესახებ გამართეს. 

გაკვეთილის მიმდინარეობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„გაკვეთილს ესწრებოდა ქალბატონი თინათინ კუტივაძე. მოსწავლეებმა ისაუბრეს გმირის თვისებებზე, გაეცვნენ სტატიას ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ და ტექსტზე დაყრდნობით შეასრულეს დავალებები პროგრამა menti.com -ზე. ინგლისურად, წარსული დროისა და არარეალური პირობით დამოკიდებული წინადადებების გამოყენებით შექმნეს და წარმოადგენენ პოსტერების პრეზენტაცია პროგრამა MS Word-ში მათთვის სასურველი გმირის შესახებ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება