სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა საინტერესო პროექტში გაიმარჯვა
05-01-2022
-
+


ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა Progress Squad ადამიანური რესურსების მართვის თემაზე გამართულ პროექტში გაიმარჯვა

გუნდი სკოლის სამივე ფილიალის მოსწავლეებისგან შედგებოდა, მათ შორის ქუთაისის ფილიალის 6 მოსწავლისგან.

მოსწავლეები, ადამიანური რესურსების მართვის თემაზე, ინოვაციების ბანაკის 2-დღიან ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. გუნდის კოორდინატორი სკოლის ბიზნეს პროგრამების მენეჯერი ნანა კუპრეიშვილი იყო.

გამარჯვებული გუნდს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა, ხოლო სკოლა მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

„გუნდმა Progress Squad ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს პროექტში გაიმარჯვა.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები „პროგრესის“ სამივე ფილიალიდან. მათ შორის ქუთაისის სკოლას წარმოადგენდნენ:

  • მარიამ ლომთაძე;
  • ნიკოლი ქარჩხაძე;
  • ქრისტინე ბერეკაშვილი;
  • ნინი გოცაძე;
  • ქეთი სირბილაძე;
  • ნინი გრიგოლაშვილი.
ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში და HR hub-თან თანამშრომლობით, გაიმართა ინოვაციების ბანაკის 2 დღიანი ონლაინ ღონისძიება ადამიანური რესურსების მართვის თემაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს 11 სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის 110 მოსწავლე და 11 სტუდენტი სამი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა ბიზნეს გეგმის კონცეფცია და პრეზენტაცია ჟიურის წინაშე“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება