სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კვირეული ჩატარდა
27-12-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში ამჯერად, 23-24 დეკემბერს სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ლამზირა ოსეფაშვილმა, VII-XII კლასების ჩათვლით მოსწავლეებისთვის, სამოქალაქო განათლების კვირეული დაგეგმა, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო თუ მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

„ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა მოქალაქის უნარებზეა დამოკიდებული. სამოქალაქო აღზრდის სწავლების შედეგად მოქალაქეები იგებენ იმას, თუ რას ნიშნავს იყო მოქალაქე. მნიშვნელოვანია ისიც, თუ  ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი მოვალეობები, ის ვერ გამოიყენებს ვერც საკუთარ უფლებებს და თავისუფლებას, ვერც საკუთარ ცოდნას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ხელისუფლების წყარო ხალხია. სწორედ ხალხია ის ძალა, რომელსაც შეუძლია არსებული შეცვალოს უკეთესობისაკენ. სამოქალაქო აღზრდა ხელს უწყობს სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას, მოსწავლეთა აქტიურობა კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ისწავლება სკოლაში სამოქალაქო განათლება. ამ მხრივ სავანეთის საჯარო სკოლა მოწოდების სიმაღლეზე დგას. სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე მაქსიმალურად ხელს უწყობს პროექტულ სწავლებაში მოსწავლეთა ჩართულობას. კვირეულის პირველ დღეს (გაკვეთილზე) მოსწავლეებთან ერთად მუშავდებოდა კითხვები, მეორე გაკვეთილზე მეათე კლასის ორგანიზებით საარჩევნო ყუთის გამოყენებით  ხდებოდა ლამზირა მასწავლებელთან ერთად  მოსწავლეების მიერ კითხვების შევსება.

  1. თქვენი აზრით, ვინ არის ჩვენს სკოლაში ყველაზე სიმპატიური ქალი მასწავლებელი?
  2. თქვენი აზრით, ვინ არის ჩვენს სკოლაში ყველაზე სიმპატიური მამაკაცი მასწავლებელი?
  3. რომელი საგანი და რომელი მასწავლებელი გიყვართ ყველაზე მეტად?
  4. რომელი მასწავლებელია თქვენი აზრით, ყველაზე პუნქტუალური, მოწესრიგებული
  5. დაასახელეთ მეგობრული მასწავლებელი 2 მაინც
  6. ვინ მიგაჩნიათ მკაცრ მასწავლებლად?
  7. დაასახელეთ სკოლის დირექტორი, რომელიც ხელს უწყობს  მოსწავლეთა ჩართულობას პროექტებში
  8. თქვენი აზრით, რომელი მასწავლებელია ჭკვიანი და კეთილი?
  9. რომელი საგანია განსხვავებული საინტერესო აქტივობებით დატვირთული?
  10. რომელ მამაკაცი მასწავლებელია თქვენთვის სკოლის ავტორიტეტი?
  11. რომელ ქალი  მასწავლებელია თქვენთვის მოდელი?
  12. რას შეცვლიდით სკოლაში?
მოსწავლეები თვალებგაბრწყინებულები ავსებდნენ კითხვარს, ფიქრობდნენ და წერდნენ. მასწავლებლის და მისი ცოდნის ერთ-ერთი რეალური შემფასებელი კი მოსწავლეა. შეიქმნა კომპეტენტური ჟიური, რომელიც ახდენდა მოსწავლეებთან ერთად ხმების დათვლას. გამარჯვებული პედაგოგების გამოვლენა სხვადასხვა ნომინაციაში მოხდება სამშაბათს 28 დეკემბერს. ეს იქნება ერთგვარი საახალწლო სიურპრიზი. გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდებიან სკოლის დირექტორის და ადმინისტრაციის მიერ სიგელებით და საკანცელარიო ნივთებით. მოსწავლეებმა მოგვაწოდეს აზრი, რომ მსგავსი კითხვარები გაგვეკეთებინა მოსწავლეებშიც. ამგვარი იდეა მისაღები იქნება და ახალი წლის შემდგომ მოხდება მისი განხორციელება. სამოქალაქო განათლება მოსწავლეებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, ხალისდებიან მოსწავლეები, ცოცხლდება სკოლა, პოზიტიური მუხტი გადამდები ხდება ყველასთვის. სწორედ სამოქალაქო განათლებაა ცოცხალი, გამოსაყენებელი  გაკვეთილი, რომლის ტრანსფერი პრაქტიკაში ხდება. მიღებულ ცოდნას, უნარებს და გამოცდილებას  ცხოვრებაში გამოიყენებენ. ამ აქტივობით მეტად დაუახლოვდნენ მოსწავლეები მასწავლებლებს, მათი გადასახედიდან საინტერესოდ დაინახეს პედაგოგები, ბავშვის თვალით დანახული სამყარო კი გულწრფელი, უსაფრთხო და სპეტაკია“, - წერს პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება