| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია.
სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად შეიმუშავეს საახალწლო ღონისძიების პროექტი სახელწოდებით: „ზამთრის სპეტაკ სითეთრეს შევურიოთ ფერები“.
პროექტის მონაწილეებმა დაამზადეს ფერადი სამშვენისები, საახალწლო სათამაშოები, გამოუშვეს საახალწლო კედლის გაზეთი - „გილოცავთ ახალ წელს“, მორთეს ნაძვის ხე, საკლასო ოთახები, დერეფნები, სკოლის ეზოში გააკეთეს თოვლის პაპა.
მოსწავლეებმა, მასწავლებლების დახმარებით, საახალწლო მხატვრული ღონისძიებისთვის მოამზადეს ლექსები, სიმღერები, ინსცენირებები და იუმორისტული სკეტჩები.
„ბავშვების განწყობას კიდევ უფრო აუმჯობესებს უხვად მოსული თოვლი, რომელიც მათ განსაკუთრებით ახალისებთ. ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან სემესტრის ბოლო დღეს დანიშნულ საახალწლო ზეიმზე თოვლის პაპას, რომელიც საახალწლო ტკბილეულით დაასაჩუქრებს მათ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს