სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლის ნაშრომი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ლიტერატურული ტექსტების კრებულში მოხვდა
23-12-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებსა თუ კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლემ, ლიზი ჯავახაძემ მშობლიური სკოლის სასახელოდ წარმატებას მიაღწია და მისი ნაშრომი - „შავი ზღვის თვალით დანახული ისტორია“ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე შექმნილ კრებულში მოხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლა მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„20 დეკემბერს, თბილისში მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის - „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე შექმნილი ლიტერატერატურული ტექსტების კრებულის - „მოყევი აფხაზეთზე“ პრეზენტაცია შედგა. კრებულში 10 ფინალისტი მოსწავლის ათი ამბავი შევიდა, რომელთა შორის არის ბანოჯის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ლიზი ჯავახაძის - „შავი ზღვის თვალით დანახული ისტორია“. ლიზის და მის ხელმძღვანელს, ნინო კახნიაშვილს წარმატება მიულოცა დირექტორმა, ნინო წილოსანმა, რომლის მხარდაჭერითაც სკოლის არაერთმა მოსწავლემ მიაღწია წარმატებებს. კონკურსი ირაკლი შამათავას ლიტერატურული პროექტის ინსპირაციაც გახლდათ, რომელიც მწერალთა სახლისა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა და მიზნად ისახავდა მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციის შესახებ, მათთვის იმის შეხსენებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს. წიგნის პრეზენტაციას და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი ეკა ხოფერია. გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები გადასცა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება