სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საახალწლო ღონისძიება აუცილებლად გვექნება, თუმცა ყველა რეგულაციას დავიცავთ“ - დირექტორები საახალწლო სამზადისის შესახებ
22-12-2021
-
+


იმის მიუხედავად რომ პანდემიის გამო სკოლების დღის წესრიგი შეიცვალა, სასწავლო პროცესის დროსაც მკაცრი რეგულაციების დაცვაა საჭირო, წინასაახალწლო განწყობა და სამზადისი მაინც შენარჩუნებულია.

Etaloni.ge-მ გაარკვია, როგორია საახალწლო განწყობა სკოლებში, რა აქტივობებს გეგმავენ და რა სურვილები აქვთ მომავალი 2022 წლისთვის. ამისთვის სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით და წინასაახალწლო სამზადისის შესახებ ვესაუბრეთ.

ქეთევან მურცხვალაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობთ 29 დეკემბერს, ცოტა ვიწრო წრეში, მაგრამ მაინც, საახალწლო ღონისძიება ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, ყველა რეგულაციის დაცვით. მშობლებსაც არ ვასწრებთ. ბავშვებს ნაძვის ხე, შესაბამისი დეკორაციები და ნომრები უკვე მომზადებული აქვთ, ყველაფრის მიუხედავად მაინც ვიძახით „მრავალჟამიერი ახალო წელო“. ახლა, ძალიან მოთოვა და ამანაც თუ არ შეგვიშალა ხელი, აუცილებლად გავაკეთებთ. რაც მთავარია მშვიდობა მინდა ვისურვო მთელს საქართველოში, სწავლების მხრივ უფრო საინტერესო წელი ყოფილიყოს ბავშვებისთვის, რაც შეეზღუდათ პანდემიის გამო, უკვალოდ გამქრალიყოს“.

ხათუნა ხეცურიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი:

„რა თქმა უნდა, დაგეგმილია ღონისძიებები, მხოლოდ შეზღუდული ფორმით რეკომენდაციებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ სკოლის სივრცეში იქნება და გარეშე პირების, მშობლების შემოსვლა ამ ეტაპზე არ იქნება დაშვებული. ეს იქნება სკოლის ყველა კლასის ერთობლივი ღონისძიება 29 დეკემბერს. სკოლაც და კლასებიც მოვრთეთ დეკორაციებით და ასე ვთქვათ, საახალწლო მზადება დაწყებული გვაქვს. მთავარია, რომ სიმშვიდე და ჯანმრთელობა იყოს ქვეყანაში, დასრულდეს კოვიდპანდემია. ესაა ალბათ ყველაზე დიდი სურვილი“.

ლელა სიჭინავა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის დირექტორი:

„განათლების და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით ვმართავთ ღონისძიებებს, მათ შორის საახალწლო აქტივობებს. ერთიანი დიდი ზეიმი, როგორც გასულ წლებში გვქონდა, წელს, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება. კლასები თავისთვის მოკრძალებულად აკეთებენ პატარ-პატარა აქტივობებს. ყველა საკლასო ოთახი და სკოლაც მორთულია. ჩემი  მთავარი სურვილი მომავალ წელს არის, რომ მალე დასრულდეს პანდემია, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ყველა ოჯახს ვულოცავ დამდეგ  შობა-ახალ წელს“.

ნათია დევაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„საახალწლოდ რეგულაციების დაცვით ვგეგმავთ ღონისძიებებს, მიმდინარე კვირაშიც გარკვეული აქტივობები გვქონდა, თუმცა უამინდობაა და იმედია ეს ხელს არ შეგვიშლის. გვექნება საახალწლო კარნავალი, რომლისთვისაც ბავშვები მთელი მონდომებით ემზადებიან, რა თქმა უნდა რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდება ყველფერი. მინდა, რომ 2022 წელს პანდემიის გარეშე გავაგრძელოთ ცხოვრება. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებული წელი ვუსურვო „ეტალონს“ და თქვენს ყველა პროექტს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლემ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
 

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება