სიახლეები
სკოლები

„მასშტაბური ღონისძიებები არ იგეგმება, საგაკვეთილო აქტივობებით შემოვიფარგლებით“ - დირექტორები სკოლებში საახალწლო სამზადისის შესახებ საუბრობენ
22-12-2021
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებში წინასაახალწლო სამზადისია. პანდემიიდან გამომდინარე მასშტაბური ღონისძიებები არ იმართება, თუმცა სკოლების ხელმძღვანელები და პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შეუქმნან. etaloni.ge საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რათა გაეგო როგორ ემზადებიან ამა თუ იმ სკოლაში.

ნათია სულავა, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმდინარე სასწავლო წელს დასწრებულ რეჟიმში ვსწავლობთ, ონლაინ სწავლებაზე მხოლოდ რამოდენიმე ჯგუფია გადასული. სკოლაში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს სრულად ვიცავთ. რაც შეეხება ახალ წელს, სკოლა საახალწლოდ მოვრთეთ.  მასშტაბური ღონისძიებები არ იგეგმება, შემოვიფარგლებით საახალწლო სიმღერებითა და საგაკვეთილო აქტივობებით, რომლებსაც მხოლოდ კლასი და პედაგოგები ესწრებიან, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით. საკლასო ღონისძიებებს მშობლები და სხვა პირები არ ესწრებიან და საკუთარი შვილების აქტივობას მხოლოდ ფოტოებსა და ვიდეოებში ხედავენ. მთელს საქართველოს მინდა ბედნიერი, მშვიდობიანი შობა - ახალი წელი ვუსურვო; ასევე, მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რადგან პანდემიამ ნათლად დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა. მინდა ყველაფერი ისევ ნათელი, ფერადი და ბედნიერი იყოს; მშვიდობიანი წელი ჰქონოდეს მთელს ქვეყანას.

სალომე სარალიძე, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, როგორც მთელი საქართველო ახალი წლის შესახვედრად ჩვენც შესაბამისად ვემზადებით. სკოლაში ნაძვის ხე გრანდიოზულად მოირთო და ყველა კლასმა საკუთარი საკლასო ოთახები საახალწლოდ გაალამაზა. მოსწავლეთა თვითმმართველობას საახალწლოდ სხვადასხვა ნომინაციებში გამოცხადებული აქვთ კონკურსი - „ყველაზე ლამაზად მორთული საკლასო ოთახი“, „ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხე“ და ა.შ. შემდეგ კვირაში მოხდება შედეგების შეჯამება და თვითმმართველობა გამარჯვებულებს სიგელებს გადასცემს, რომელიც ჩვენი, დირექციის ხელშეწყობით დაამზადეს. ვულოცავ ყველას დამდეგ შობა - ახალ წელს, ვუსურვებ: სიკეთეს, სიხარულს და ბედნიერებას, როგორც საზოგადოებრივ საქმიანობაში ისე საკუთრივ ოჯახებში. მთელი საქართველოსთვის ყოფილიყოს მომავალი წელი მშვიდობისა და ჯანმრთელობის მომტანი. 

თეონა ადეიშვილი, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა ამ საახალწლოდ ძალიან ლამაზად მოირთო, რომელიც ძირითადად სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ უზრუნველყო. თითოეული მათგანი ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის პატარა კონკურსიც გვქონდა, რომელ კლასს უფრო კრეატიული და ლამაზი გარემო ჰქონდა. რაც შეეხება რაიმე სახის დიდ ღონისძიებას მსგავსი რამ არ იგეგმება, თუმცა ლოკალურად ყველა კლასში რაიმე სახის აქტივობა იქნება და მოსწავლეებს ქართული თოვლის ბაბუა ფიფქიასთან ერთად საჩუქრებს გადასცემს. მინდა ბედნიერება, ახდენილი ოცნებები და მშობლებთან ერთად ცხოვრება ვუსურვო ყველა ბავშვს. ჯანმრთელობა და მშვიდობა დაებედოს ზოგადად პლანეტას და განსაკუთრებიტ ჩვენს ქვეყანას.

ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს გადავწყვიტეთ ძალიან მკაცრი პრევენციული ზომების დაცვით სკოლის მეორე სართულზე, სადაც ღია სივრცე გვაქვს კარნავალი ჩავატაროთ პატარებისთვის. თითო ჯგუფი წარადგენს თითო ნომერს და დატოვებს სივრცეს. გვსურს, დიდებსაც გავუკეთოთ სიურპრიზი. ასევე, სკოლის ორივე კორპუსში დიდი და ლამაზი ნაძვის ხე დავდგით. დიდ დასვენებებზე გვაქვს მუსიკალური ნომრებიც, რაც ბავშვების საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს. თითოეულ მოსწავლეს სახლში ვატანთ ჩვენს გულითად, კეთილ საახალწლო სურვილებსა და მილოცვებს. ჩვენს სკოლას წელს ძალიან ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავდა, როგორც საგნობრივ ოლიმპიადაში ასევე, გვყავს წარმატებული სპორტსმენებიც. მთელი სულითა და გულით, სპეტაკი თოვლის ფიფქს მოყოლილი სურვილებით ვულოცავ მთელს გუნდს, ჩემს საოცრად პროფესიონალ კოლეგებს, ჩემს უერთგულეს მშობლებსა და საოცრად კრეატიულ, მიზანსწრაფულ და უთბილეს მოსწავლეებს. სხვათა შორის ამ პირველი ციკლის დირექტორობის პერიოდში მოსწავლეთა რაოდენობა 400-ით გაიზარდა; რომ არა დიდი სიყვარული, ერთგულება და ნდობა იმას რასაც წელს მივაღწევდით ვერ შევძლებდით. წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული საუკეთესო ხუთეულში იყო და ვისურვებ, ამაზე ნაკლები შედეგები ჩემი სკოლის კურსდამთავრებულებს არ დაედოთ. ვისურვებდი, მალე დაგვემარცხებინოს კოვიდპანდემია. მინდა კორონამდელი სითბო, სიყვარული, სიხალისე და განწყობა დაგვბედებოდეს ყველას.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

„სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს...“

მინისტრის ბრძანება 300-ზე მეტ საჯარო სკოლას ეხება - წესდებაში ცვლილება შევიდა

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­საც 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ნე­პა­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­დად­გა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ
 

მთავრობის თავმჯდომარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას გაეცნო

საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება