სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

საჩხერესა და მარტვილში „ეტალონის“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა - ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერებმა უმასპინძლეს
20-12-2021
-
+


„ეტალონის“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროექტმა -  საქართველოს ეროვნულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა კიდევ ერთი სეზონი წარმატებით დაასრულა. 16 წლის განმავლობაში „ეტალონი“ ერთგულად და მუხლჩაუხრელდ ემსახურება განათლებასა და მომავალ თაობებს, პანდემიის მიერ გამოწვეული ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავადაც კი ერთი წუთით არ შეჩერებულა განვითარებაზე ზრუნვა.

შესაბამისად უკვე მესამედ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შემაჯამებელი ღონისძიება ონლაინ-რეჟიმში წარიმართა და საქართველო 48 მუნიპალიტეტს შორის საუკეთესო მოსწავლეები გამოავლინა.

პროექტის ავტორს, წამყვანსა და სულისჩამდგელ გოჩა ტყეშელაშვილს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულებმა II ადგილის მფლობელმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ შორენა კიპაროიძემ და III ადგილის მფლობელმა თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა კვაშილავამ  საკუთარ მუნიციპალიტეტებში უმასპინძლეს, მოპოვებული ჯილდოები და განსაკუთრებული მილოცვაც მისგან პირადად მიიღეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტში გამართულ საზეიმო დაჯილდოებას მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, მერის მოადგილე ოთარ ომიაძე და რესურსცენტრის ხელმძღვანელი ცისმარ მაჭარაშვილი ესწრებოდნენ. პროექტის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა II ადგილზე გასულ მონაწილეს განათლების სამინისტროს სახელით 800 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი და „ეტალონის“ გამარჯვებულის დიპლომი გადასცა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში გოჩა ტყეშელაშვილს ასევე სიხარულით შეხვდნენ. მუნიციპალიტეტში გამართულ საზეიმო შეხვედრასა და დაჯილდოებას მარტვილის მერი თორნიკე ჯანაშია, მერიის წარმომადგენელი მურმან წოწორია და რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაკა გულორდავა ესწრებოდნენ. პროექტის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა III ადგილზე გასულ მონაწილეს განათლების სამინისტროს სახელით 500 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი და „ეტალონის“ გამარჯვებულის დიპლომი გადასცა.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 43 მუნიციპალიტეტის და ქალაქ თბილისის 5 რაიონის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. არსებული სიტუაციისა და კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2021 წლის მეორე ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი კვლავ დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა. 



ასევე იხილეთ:

„წარმატებისთვის აუცილებელია პირველ რიგში ცოდნა და მეორე მხრივ მონდომება“ - „ეტალონის“ 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ემოციები

ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ათეული ცნობილია

„ერთგულება უძლებს წლებს“ - ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის მეორე პერიოდის კონკურსი წარმატებით ჩატარდა

ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2021 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში მიმდინარეობს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

40 ახალი კადრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - განაცხადის ფორმა, ვადები და სხვა დეტალები ცნობილია

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგა 28 სკოლა

2026 წლის სექტემბრიდან სკოლა მიიღებს რობოტიკის სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობას

„ვულოცავთ, ქალბატონ ირინეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ახალ მიღწევებს!“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება