სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N49 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
14-12-2021
-
+


თბილისის N49 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატება მოიპოვეს. 

ძველი თბილისის რაიონის დისტანციურ კონკურსში სკოლის 13 მოსწავლე მონაწილეობდა. შემდეგ ეტაპი გადავიდა 6 მათგანი. 

  1. ლიზა შამანაური;
  2. კარლო დოლიძე;
  3. მარიამი შამანაური;
  4. სანდრო დოლიძე;
  5. დავით საკანელაშვილი;
  6. ანანო ხარატიშვილი.
აქედან ლიზა შამანაური „ძველი თბილისის რაიონის ეტალონი მოსწავლე“ გახდა. მისი ტყუპისცალი მარიამ შამანაურმა - კი კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. 

რეიტინგში საპატიო ადგილს იკავებს ანანო ხარატიშვილიც.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა თბილისელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ვინ ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდას?  - რა უნდა გაითვლიასინოთ სასწავლო წლის ბოლოს

ცნობილია, რომელი სკოლების შესახებ იმსჯელებს ავტორიზაციის საბჭო

რა შემთხვევაში გაუქმდება პირველკლასელის სკოლაში რეგისტრაცია - მნიშვნელოვანნი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ 

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა

პიროვნება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება