სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„გაკვეთილის გაცდენის შემთხვევა ფაქტობრივად არ გვაქვს“- ანაიტ პარონიანი, მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი
11-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ახალქალქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიანი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით? 

- ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ სტილში მიმდინარეობს, თუმცა იგრძნობა ის შიში, რომელიც თან სდევს პანდემიას. ამისათვის სკოლაში გამკაცრებულია ზომები, რომლებიც გულისხმობს ნიღბის და სადენზინფექციო საშუალების აქტიურად გამოყენებას, ყველა თანამშრომელის თუ მოსწავლის ტემპერატურის შემოწმებას, დეზობარიერის გამოყენებას და ა.შ. სკოლა ამჟამად, სკოლა დასწრებითი სწავლების ფორმატზეა. მშობლებს, მოსწავლეებს და პედაგოგებს, სკოლის სხვა პერსონალს  გაცნობიერებული აქვთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მოსწავლეები კარგად იცავენ იმ წესებს, რომელიც აუცილებელია გამოიყენო ეპიდემიის დროს. პირბადის ტარება, 2-მეტრიანი დისტანცია და სადენზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, ყველა მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს რა მნიშვნელოვანია.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ? 

- მოგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ  მაჭატიის საჯარო სკოლა სომხურენოვანია. ჩვენი სკოლა არ არის ჩართული ახალი სკოლის მოდელში. თუმცა, მეც და ჩემმა ბევრმა კოლეგამ გავიარეთ ტრენინგები, რომელიც კომპლექსური დავალების შედგენას ეხება. ამიტომ ,პრაქტიკაშიც გამოვიყენეთ. საინტერესო გაკვეთილები დავგეგმეთ და ჩავატარეთ. მოსწონთ ბავშვებს ასეთი ტიპის გაკვეთილები, რადგან ახალს ქმნიან და ეს პროცესი, სწავლა კეთებით, მათ სიამოვნებას ანიჭებთ.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?

- პანდემიამ, გარკვეულწილად, შეცვალა ჩვენი ღონისძიებების ფორმატი. მაქსიმალურად ვცდილობთ სხვადასხვა აქტივობა ღია ცის ქვეშ ან ონლაინ სივრცეში განვახორციელოთ. სკოლაში მოსვლა, ახალი სასწავლო წლის დაწყება, მოსწავლავლეებმა სკოლის ეზოში აღნიშნეს და სხვადსხვა სახის აქტივობებით გაალამაზეს ეს დღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო პირველი კლასის მოსწავლეებისათვის. ვფიქრობ, პირისპირ ფორმატში სწავლება მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. საინტერესოდ ჩატარდა სხვადსხვა სპორტული ღონისძიებები, რომელიც სპორტის მასწავლებელმა სარქის მარგარიანმა ჩაატარა. ეს იყო მკლავჭიდში, ფეხბურთში, ტენისში...

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?

- ჩვენს სკოლაში ამგვარი პრობლემა არ გვაქვს. რადგან, ძირითადად, დასწრებით სწავლებაზე ვართ. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაუდასტურდა მოსწავლეს ან ოჯახს, ამ შემთხვევაში მოსწავლეებს ჩავუტარეთ ონლაინ გაკვეთილები. ეს შემთხვევა, ძირითადად, შარშან იყო. წელს 10 დღე ვიყავით ონლაინ სწავლებაზე მთელი სკოლა, რადგან ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. უკვე 3 კვირაა ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ. გაკვეთილის გაცდენის შემთხვევა, ფაქტობრივად, არ გვაქვს.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?

- ჩემს სკოლაში, ამ მხრივ, კარგი მაჩვენებელია. 18 მასწავლებლიდან აიცრა 14 მასწავლებელი, 2 მასწავლებელი კოვიდგადატანილია. რაც შეეხება მშობელთა ჩართულობას, ამ პროცესში შედარებით ნაკლებია, თუმცა ბოლოდროინდელმა გახშირებულმა შემთხვევებმა დროა კიდევ ერთხელ დააფიქროს მოსახლეობა, რომ ერთადერთი გზა პანდემიის დამარცხების არის აცრა. ჯანმრთელობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს და ვისურვებდი მალე ჩვეული ცხოვრების რიტმს დავბრუნებოდეთ. 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება