სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ჩვენს სკოლაში ყველა თანამშრომელი ორჯერადად აცრილია“ - აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე
11-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო კიკნაველიძე საუბრობს

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დასწრებითი. მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდემიის მიმართ ისეთია, როგორიც მთელ საქართველოში სხვადასხვაგვარი.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- ჩვენი სკოლა არ არის პილოტირებული, არცერთ მასწავლებელს არ გაუვლია ტრენინგი კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი მასწავლებლები ფეხს უწყობენ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს და იყენებენ კომპლექსურ დავალებებს სასკოლო პროცესში. მასწავლებლების თქმით კომპლექსური დავალება ხელს უწყობს მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებას და შრომის უნარის განვითარებას. ამ დროს ხდება ნასწავლი მასალის განმტკიცება. რაც შეეხება მშობლებს, კომპლექსური დავალების შემოტანამ უარყოფითი განწყობა შემოიტანა, კერძოდ: თვლიან, რომ შრომატევადია, ბევრ დროს მოითხოვს, დაკავშირებულია სხვადასხვა რესურსების მოძიებასთან. მშობლები ამბობენ: ეს მოსწავლის კი არა, ჩვენი დავალებაა, რადგან ჩვენ ვეხმარებით, რომ შეძლოს მოსწავლემ კომპლექსური დავალების სრულყოფილად შესრულება.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ? 

- ჩვენი სკოლა პანდემიიდან გამომდინარე ძირითადად დაკავებულები ვართ ახლომდებარე ტყის მასივში სეირნობისას ტყის მოვლისა და დასუფთავების ღონისძიებით, ასევე დავდივართ ლაშქრობებში.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე ?

- ჩვენ ჯერ-ჯერობით არ დაგვჭირვებია ონლაინ სწავლება, გარდა განათლების სამინისტროს დადგენილებისა, შესაბამისად არ ვფიქრობთ შაბათი დღის გამოყენებაზე.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- ჩვენს სკოლაში ყველა თანამშრომელი ორჯერადად აცრილია. რაც შეეხება მშობლებს, ძალიან ცოტა მშობელია აცრილი, მაგრამ მათ შორის არიან ახალი კოვიდგადატანილები.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება