სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო მთლიანად სასკოლო საზოგადოება“- როდერი ცირდავა, მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი
11-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორმა როდერი ცირდავამ ისაუბრა. 

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით? 

- სასწავლო პროცესი გვიწევს არაორდინარულ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, დასწრებით რეჟიმზე ვართ, შემუშავებული გვაქვს გაკვეთილის ხანგრძლივობის მოქნილი გრაფიკი. არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ვცდილობთ, რეგულაციის წესები ზედმიწევნით დავიცვათ.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ? 

- ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ შარშან ჩაერთო. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნული სიახლის მიმართ. განხორციელდა ისეთი ტიპის დავალებები, სადაც მშობელთა ჩართულობაც იყო გათვალისწინებული. ვფიქრობ, დაწყებითი საფეხურის ბაზაზე უფრო შეინიშნებოდა მშობელთა კორპუსის აქტიურობა. კათედრების მიხედვით შექმნილია კურიკულუმები, განსაზღვრულია კომპლექსურ დავალებათა რაოდენობა კლასების მიხედვით.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?

- სამწუხაროდ, მსოფლიო კვლავ ებრძვის პანდემიას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა ჩატარებული ღონისძიებების რიცხვი, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ კლასის საათის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები რეგულაციების დაცვით ტარდება. გვქონდა პოეზიის საღამო, რომელიც ღია სივრცეში გავმართეთ.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?

- თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, ის საათები, რომლებსაც ის დააორგანიზებს, აკლია და სჭირდება დამატებითი დღეები და საათები, აუცილებლად გამოიყენებს შაბათ დღეს სასწავლოდ.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?

- სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელების ხელშეწყობის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო მთლიანად სასკოლო საზოგადოება. მშობელთა გარკვეული ნაწილი აცრილია. ვიმედოვნებ, ვაქცინირებულთა რიცხვი დღითიდღე გაიზრდება.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება