სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებს არა მხოლოდ სჭირდებათ მოტივირებული მოსწავლეები, არამედ აუცილებელი პირობაა მათი არსებობა“-იფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ივანიაძე
29-10-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, ირმა ივანიაძე საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა... 

- რომ სკოლა ერთი მთლიანი და დიდი ოჯახია, სადაც თანაბრადაა განაწილებული და დაკმაყოფილებული უკლებლივ ყველა წევრის, როგორც ფუნქციური მოვალეობები, ისე ადამიანური უფლებებიც.

- მოსწავლეს სურს ...

- მოსწავლეს, რომელსაც სწავლა სწყურია სურს, დაუბრუნდეს სწავლისა და სწავლების სრულფასოვან მოდელს. აქ აღსანიშნავია ერთი მეტად საგულისხმო საკითხის შესახებაც - სწავლისადმი შედარებით ნაკლებად მოტრფიალეთა ნოსტალგია სკოლის მიმართ. სკოლის, რომელიც, აშკარად გამოიკვეთა, რომ მათ წარმოუდგენიათ, როგორც გაუხუნარ ურთიერთობათა  მთავარი საყრდენი კედელი.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე ... 

- პანდემიამ ცხადჰყო, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი“  სრულიად პლანეტას თავისი მრავალ მილიონწლიანი (თუ მრავალათასწლიანი) არსებობის მანძილზე პირველად უკეთია პირბადე და  ჩვენ, მასზე მცხოვრებლებმა, ლამის უკვე სამკაულადაც კი გადავაქციოთ ის, გვაქვს რა ასეთი შეუქცევადი იძულება, რომ ჯერ კიდევ არსად ჩანს ამ უხერხულობასთან გამომშვიდობების ბედნიერება. თუმცა,  მაინც არ იცვლება უმთავრესი - ძალაში რჩება ადამიანური ღირებულებანი. ამ ფონზე ადამიანთა სასიქადულოდ ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომია, გნებავთ წიგნი, გნებავთ რვეული, გნებავთ ინტერნეტი, გნებავთ ონლაინ გაკვეთილი და გნებავთ თვით მასწავლებელიც. მთავარია, ახალგაზრდას სურდეს, დაეუფლოს ცოდნას და იყოს განათლებული.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- პასუხისმგებლობის გრძნობის სიღრმე პიროვნებაში ყოველთვის მიუთითებს მის სანდოობასა და საიმედოობაზე, ასევე კონპეტენტურობაზე. ჩვენს თანამედროვეობაში ადამიანები ზოგჯერ ვტვირთულობთ ხოლმე იმაზე მეტსაც, ვიდრე მისი ზიდვა და ტარება შეგვიძლია. ალბათ, ეს ასე იქნებოდა წარსულშიც, რაც ძირითადად განპირობებულია დამატებითი შემოსავლის სურვილით. ცხადია, სასურველი იქნებოდა, ხარისხიანი შრომისა და მისი შესაბამისი ანაზღაურების, ასევე დასვენების უკეთესი პირობები გვქონოდა. იმედია, არცთუ ისე შორეულ მომავალში ეს ასეც იქნება.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- ათი წლის შემდეგ კი არა, ახლავე ვისურვებდით უკეთეს ყოფაში ცხოვრებას. ქართველმა ერმა არა ერთი ათწლეული განვლო შეჭირვებაში - პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების არა ერთი ჩიხი ვიგემეთ და არსებობის ზღვარზეც ბევრჯერ გავიარეთ. უმადურობისაგან შორს დავიჭერდი თავს, მაგრამ 90-იანი წლების შემდეგ იმდენი დრო გავიდა.. ვფიქრობ, უფრო მეტი თვითშეგნებითა და მონდომებით, მეტი სამოქალაქო თუ ეროვნული პასუხისმგებლობით უნდა მიგვეხედა ჩვენი ქვეყნისათვის მისი არსებობის ყოველ დღეს ჯერ კიდევ შორეული ისტორიული ეპოქებიდან მოყოლებული. 

- პედაგოგებს სჭირდებათ...

- მასწავლებლებს არა მხოლოდ სჭირდებათ მოტივირებული მოსწავლეები, არამედ აუცილებელი პირობაც კია მათი არსებობა სწავლისა და სწავლების ურთიერთობების პროცესში მეტი ჰარმონიზაციისათვის. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ შესაბამისად მოსწავლეებსაც ამგვარადვე სჭირდებათ მოტივირებული მასწავლებლების არსებობა თავიანთ გვერდით. მაშასადამე, ეს ასეთი ორმხრივი ჭრილით განსახილველი საკითხია იმთავითვე და ცალკერძ მასზე საუბარი არასრულფასოვანი მსჯელობის ნიმუშს დაემსგავსება მხოლოდ.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი... 

- კარგი მასწავლებელი კარგი ფსიქოლოგიცაა და  ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ამ აზრს მრავალი მაგალითიც განამტკიცებს ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიას, როგორც საგანს, როგორც ფრიად საგულისხმო სამეცნიერო დარგს, ვფიქრობ, სიამოვნებით დავამატებდი საშუალო განათლების დონეზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, თუკი, რა თქმა უნდა, არ დაზარალდებოდა სხვა ფუნდამენტალური საგნების სწავლების დრო და დონე სკოლებში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება