სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებაში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით პროექტი განახორციელეს
20-10-2021
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა სასკოლო საზოგადოებაში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით პროექტი განახორციელა.

აღნიშნული პროექტი არჩევითი საგნის-მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში ჩატარდა. 

მოსწავლეებმა პროექტი 19 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინეს. 

სკოლა, გაწეული დახმარებისათვის, განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბორჯომის მერს ოთარ არბოლიშვილსა და ბრენდ Elizabedi-ს მფლობელ ელისაბედ კუტალაძეს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეების საინიციატივო ჯგუფის GyBer პროექტი - „საკუთარი ხელებით" თავისი იდეით და დანიშნულებით განსაკუთრებულია. არჩევითი საგნის-მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში ჩამოყალიბებული პროექტი ემსახურება სასკოლო საზოგადოებაში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას და პოპულარიზებას, ამასთან, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვაა.  
2021 წლის 19 ოქტომბერს საინიციატივო ჯგუფმა გამართა პროექტის პრეზენტაცია. მოსწავლეებმა გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მაისურები, რომელიც თავისი ილუსტრაციებით უნიკალურია. აღსანიშნავია, რომ თითოეული ილუსტრაცია შექმნილია პროექტის შემოქმედი გუნდის, დიზაინის მიმარულებაზე პასუხისმგებელი წევრების მიერ. ილუსტაციებით მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება გარემოს დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და ამასთან, საზოგადოებას მოუწოდეს პასუხისმგებლობის გააზრებისკენ.
საინიციატივო ჯგუფი სამომავლოდაც გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას და საზოადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებების განხორციელებას. 
პროექტის შემოქმედი გუნდი და დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ბორჯომის მერს, ბატონ ოთარ არბოლიშვილს უშუალო მონაწილეობისთვის. მისმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მოსწავლეების მოტივაციაზე, მათ საქმიანობაზე და საბოლოო შედეგზე.
ასევე დიდი მადლობა ბრენდ Elizabedi-ს მფლობელს ქალბატონ ელისაბედ კუტალაძეს მოსწავლებიისთვის თავისი სამეწარმეო გამოცდილების გაზიარებისთვის და რჩევებისთვის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება