სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქობოს სკოლის მოსწავლეს „ეტალონის“ ოქროს ფონდის დამადასტურებელი საჩუქარი შვილთან ერთად გადასცა
25-01-2018
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად საქობოს საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „სიღნაღის ეტალონ მოსწავლეს“, სოფი ყარალაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილთან და მის შვილთან ერთად გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ სოფი ყარალაშვილი 2016-2017 სასწავლო წელს ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მეორე ადგილზე გავიდა. სოფის თქმით, დღევანდელი დღე და „ეტალონის“ ოქროს ფონდის წევრობა მისთვის ისეთივე საამაყოა, როგორც ინტელექტ-შეჯიბრის ფინალში მონაწილეობა. იგი ამაყობს, რომ საქობოს სკოლას ღირსეულად წარმოადგენს.

საქობოს საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით. საქობოს სკოლის დირექტორმა დოდო ჭყონიამ კი გოჩა ტყეშელაშვილს 12 წლის წინანდელი ფოტოები აჩუქა.

ღონისძიებას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მ.შ. ხათუნა აღამონაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი, მასწავლებლები და მოსწვალეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს „ეტალონის“ ტორტიც დაიჭრა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება