სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს“ - დირექტორები სასწავლო წლის დაწყებაზე
04-08-2021
-
+


სასწავლო დასაწყისი ახლოვდება, თუმცა ქვეყანაში არსებული კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ფონზე, უკვე ჩნდება ლოგიკური კითხვა - როგორ სჯობს სწავლის განახლება. სწორედ ამ კითხვით, Etaloni.ge-მ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მიმართა და ისიც ვიკითხეთ, რას ფიქრობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით პედაგოგები. 

ლელა სიდამონიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ არ ვიცით, სწავლის გაგრძელება როგორ სჯობს, რადგან ცოტა შეშინებულები ვართ. პედაგოგების ნაწილი აიცრა, თუმცა დიდი ნაწილი ანტივაქსერული კამპანიის გამო თავს იკავებს. მე თვითონ კორონავირუსის გამო დაზარალებული ვარ, რადგან უახლოესი ადამიანი გარდამეცვალა და ვფიქრობ, ავიცრა. აცრასთან დაკავშირებით მოთხოვნა არავისგან გვქონია, მაგრამ მერე რა იქნება, არ ვიცით.

იმედა მუკუტაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

- პირადად, ვფიქრობ, ახალი სასწავლო წელი დასწრებითი ფორმით უნდა განახლდეს. ჩემი მასწავლებლების უმრავლესობა ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულია. ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს. ვფიქრობ ვაქცინაცია სურვილისამებრ უნდა იყოს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ჩვენი დირექცია არავის ვაძალებთ ვაქცინის გაკეთებას, უბრალოდ ვუხსნით, რომ ვაქცინაცია არამხოლოდ ჩვენს, არამედ სხვების ჯანმრთელობასაც იცავს.

თამილა ქურხაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სწავლის განახლება რა თქმა უნდა საკლასო ოთახებში სჯობს, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ-რეჟიმსაც შევეგუეთ და წარმატებით ავუღეთ ალღო. პირადად მგონია, რომ მოსწავლეებისა და სწავლის ხარისხისთვისაც გაცილებით უკეთესია, სწავლა სკოლაში, დასწრებითი ფორმით იყოს. აბსოლუტურად ვეთანხმებით და მივესალმებით ვაქცინაციის პროცესს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია კორონავირუსის დამარცხება. მე დარეგისტრირებული ვარ და სხვა პედაგოგებსაც იგივეს მოვუწოდებ; დარწმუნებული ვარ, პედაგოგები თუ არ აიცრებიან, უფლებას არ მოგვცემენ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს. ჩემი სკოლიდან ზოგიერთი პედაგოგი უკვე აიცრა და მეც ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდას ვეწევი, მოგეხსენებათ პროპაგანდას დიდი ძალა აქვს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ საკითხს პედაგოგები დიდი პასუხისმგებლობით და გაგებით მოეკიდებიან.


ბესიკ დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის ტბეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და ჩვენთვის დიდ პრობლემას არც ონლაინ-რეჟიმი წარმოადგენს და არც დასწრება, მაგრამ, რა თქმა უნდა, სჯობს, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს, რადგან უფრო სრულყოფილია და ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ. ზოგიერთ პედაგოგს მაინც ეშინია ვაქცინაციის, მაგრამ დანარჩენი ყველა მზადაა აცრისთვის. ჩვენი სკოლიდან ჯერ მხოლოდ ერთი პედაგოგი აიცრა და მეც უახლოეს პერიოდში ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას. მოთხოვნა არავისგან გვქონია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რადგან ეს ყველაფერი ნებაყოფლობით, სურვილის შესაბამისად უნდა იყოს, მაგრამ ინფორმაციას ვაწვდით პედაგოგებს და ვუხსნით ვაქცინაციის უპირატესობებს. 

ინგა ცირეკიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სულ 20 თანამშრომელი მყავს და რეგულაციებს თუ დავიცავთ სწავლის განახლება სკოლაში ჯობს, მაგრამ მაინც ცოტა ძნელია ყველა რეგულაციის ზედმიწევნით გაკონტროლება. ჩვენ ცოტა შეშინებულები ვართ, ჩემი სკოლიდან ერთი პედაგოგი აიცრა წინა სასწავლო წელს და მას აქვს ახლა კოვიდი, სამწუხაროდ მძიმე მდგომარეობაშია. სხვა ჩვენი სკოლიდან არავინ აცრილა, მათ შორის არც მე, რაღაც ვერ მივედით იმ აზრამდე, რომ ავიცრათ.  ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოთხოვნა არავისგან მოგვსვლია, ერთადერთი მხოლოდ სტატისტიკისთვის კრებენ ინფორმაციას, თუ რამდენი პედაგოგია ამჟამად აცრილი. 

ინეზა ჩიკაშუა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სწავლის განახლება რა თქმა უნდა დასწრებით რეჟიმში გვინდა. ჩემი პედაგოგები ეტაპობრივად იცრებიან და ვაქცინაციაზე რეგისტრირდებიან. დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი მასწავლებელი აიცრება. მასწავლებლებს რეკომენდაციას ვაძლევთ რომ, თუ გვსურს პანდემია მორჩეს და ყველაფერი ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს, ვაქცინაცია აუცილებელია. მასწავლებლებს მითუმეტეს არ უნდა გვჭირდებოდეს დაძალება და მითითება, რადგან ჩვენ უკეთ ვიცით, როგორი მძიმე სიტუაციაა და ყველამ აცრით უნდა დავიცვათ თავები და გარშემომყოფები. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

საზაფხულო პროგრამა 19 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

კლუბს სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია უხელმძღვანელებს

სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება