| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 184 კონსულტანტ-მასწავლებელი ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის მონაწილე მასწავლებელთა კონსულტირებაისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, პორტფოლიოს წარმოება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვა-განხორციელება, კლას-კომპლექტებში მუშაობის მეთოდები, თემატური გეგმების შედგენა, რესურსების შექმნა, სასწავლო პროექტებზე მუშაობა და სხვა.
„აღნიშნული ტრენინგის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის მონაწილეთათვის. ეს მათ გაუადვილდებთ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას, პროექტ-გაკვეთილების დაგეგმვას და პორტფოლიოს წარმოებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე მუშაობას“ - განაცხადა პროგრამის მენეჯერმა ლალი წიკლაურმა.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ სკოლებში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს