სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

ვინ აფინანსებს სკოლაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობას და რატომ არის აუცილებელი ექიმი? - დირექტორები გამოცდილებას გვიზიარებენ
22-04-2021
-
+


საჯარო სკოლებმა, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტი 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოაწყონ, სხვა სკოლებს კი ვადა 2022 წლის 15 სექტემბრამდე აქვთ. აღნიშნულს „ზოგადი განათლების შესახებ“ შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს. 

სიახლის მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან ანუ 30 მარტიდან 3 თვის ვადაში განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი და კაბინეტის ფუნქციონირების წესი უნდა დაამტკიცოს.

Etalon.ge ამ საკითხზე მოსაზრება იმ სკოლის დირექტორებს ჰკითხა, რომლებსაც თავიანთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტი უკვე აქვთ. სკოლის ხელმძღვანელებმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს და სკოლებში ექიმის ოთახის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დირექტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სასწავლო სივრცეში კვალიფიციური ექიმის საჭიროება, კოვიდპანდემიის პირობებში კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. 

თბილისის N192 საჯარო სკოლის დირექტორის, ნატო გოჩალეიშვილის თქმით, სკოლა ჯერ კიდევ 2015 წლიდან უზრუველყოფილია სამედიცინო კაბინეტით. როგორც მან Etalon.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ექიმის ოთახის მოწყობის ხარჯები განათლების სამინისტრომ დაფარა, კაბინეტის მედიკამენტებით მომარაგებას კი სკოლა საკუთარი ბიუჯეტით უზრუნველყოფს.

„2015 წელს, როდესაც დაიწყო სკოლების აღჭურვა სამედიცინო კაბინეტებით, მაშინვე ჩვენი სკოლის პირველი კორპუსი მოხვდა ამ პროექტში და სამინისტროს ხარჯებით გარემონტდა ოთახი. ექიმის არსებობა აუცილებელი იყო სკოლის მეორე კორპუსისთვისაც, მაგრამ ეს პროცესი დროში გაიწელა. მხოლოდ 2020 წლის სასწავლო წელს შევძელით ახალი კაბინეტის უზრუნველყოფა. ოთახი ჩვენი სახსრებით გავარემონტეთ. რაც შეეხება აღჭურვილობას, დახმარებისთვის მივმართეთ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტს. ჩვენი თხოვნა დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ექიმების ხელფასებთან დაკავშირებულ ხარჯებს, ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს, სკოლა კი იღებს ვალდებულებას, თავად მოამარაგოს ექიმის კაბინეტი საჭირო მედიკამენტებით“, - აღნიშნა ნატო გოჩალეიშვილმა და დასძინა, რომ  პანდემიამ დღის შუქზე გამოიტანა სკოლებში სამედიცინო სივრცის მოწყობის აუცილებლობა: 

„ჩვენ გამოვცადეთ ის პერიოდიც, როდესაც არ გვყავდა ექიმი. ახლა ბევრად დაცულად ვგრძნობთ თავს, როგორც მასწავლებლები, ასევე, მოსწავლეები და მშობლებიც. ისინი მშვიდად არიან, როცა იციან, რომ სკოლაში ექიმია. პანდემიის პირობებში ხშირად იქმნება ისეთი სიტუაცია, როცა გვჭირდება პროფესიონალის კონსულტაცია. ჩვენი მედიკოსები მუდმივ კავშირში არიან ეპიდემიოლოგებთან და გვაწვდიან კვალიფიციურ ინსტრუქციებს“. 

თბილისის N50 საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა ალიბეგაშვილი ამ ცვლილებას მიესალმება.  მისი შეფასებით, სკოლაში ექიმის კაბინეტის არსებობა პრობლემების დროულად აღმოფხვრისა და უსაფრთხოების ერთგვარი გარანტია. 

„ჩვენს სკოლაში სამედიცინო კაბინეტი ჯერ კიდევ 2016-2017 სასწავლო წელს მოვაწყვეთ. გვყავს კვალიფიციური ექიმი, რომელიც განსაკუთრებით გვეხმარება პანდემიის პერიოდში. იგი უწევს მონიტორინგს, როგორც ჰიგიენის ნორმებს, ასევე, თერმოსკრინინგის პროცესს. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლაში სამედიცინო კაბინეტის არსებობა და ამ მხრივ, ჩვენ უზრუნველყოფილები ვართ. როცა სკოლაში არის კვალიფიციური ექიმი, იმედიანად ხარ, ვინაიდან ნებისმიერი პატარა პრობლემის დროს მჭიდრო კავშირი მყარდება მასთან. ეს უსაფრთხოების ერთგვარი გარანტია. კაბინეტის მოწყობა განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მოხდა. ექიმის ხელფასიც სახელმწიფოს მიერ არის უზრუნველყოფილი,“ - გვითხრა  მანანა ალიბეგაშვილმა.

თბილისის N115 საჯარო სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორის, ფიქრია ღამბაშიძის თქმით, პანდემიის პირობებში ექიმის კაბინეტის არსებობა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. 

„ჩვენს სკოლაში უკვე დიდი ხანია არსებობს სამედიცინო კაბინეტი, რომელიც ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებდა. ის განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მოეწყო და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. რაც შეეხება სამედიცინო რესურსებსა და მედიკამენტებს, სკოლა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ექიმის კაბინეტის მომარაგებას.

პანდემიის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ექიმს. იგი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია,“ - განუცხადა Etaloni.ge-ს ფიქრია ღამბაშიძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლების საყურადღებოდ - ახალ პროექტთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

პიროვნება

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა თავისი ლექსები, ისაუბრა პოეზიაზე, საყვარელ პოეტებზე, უპასუხა ბავშვების შეკითხვებს

VII-VIII-X კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატურად დატვირთული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქრისტიანობის მნიშვნელობაზე

 

 

 

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება