სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ძლიერი სკოლა ნიშნავს გარემოს, სადაც მოსწავლეები იღებენ საუკეთესო ხარისხის განათლებას“ - როდერი ცირდავა, მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2021
-
+


რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორის - როდერი ცირდავას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...


- იწვევს ჩემში შინაგან ფორიაქთან გათანაბრებულ სასიამოვნო დაღლის განცდას... ამ ეტაპზე ხდება შეჯამება იმისა, თუ რა გავაკეთეთ, რა შევძელით, რა შედეგებზე გავედით და დასახულ მიზნებს რამდენად მივუახლოვდით.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ, ნდობითა და სიყვარულით გაჯერებულ მზრუნველ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, სადაც მოსწავლეები იღებენ საუკეთესო ხარისხის განათლებას.

- გამორჩეულად მახსენდება...

- გამორჩეულად სამახსოვრო დღის გამოყოფა მიჭირს. ვფიქრობ, რომ ყოველი დღე თავისებურად საინტერესოა.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- ოჯახი ავსებს ჩვენს ცხოვრებას, ოჯახს მოაქვს ბედნიერება... ჩვენი ოჯახი ჩვენი ციხესიმაგრეა!..

- მოსწავლისათვის სამაგალითოა...

- ვფიქრობ, რომ თავად მაგალითი ყველაზე წარმატებული მასწავლებელია.

- დირექტორის მოტივაციაა...

- თითოეული მოზარდის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და რეალიზება.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი განვითარება პიროვნებისა, საზოგადოებრივ ფორმებში განსახიერება ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისა - ეს მოკლე ფორმულა, ვფიქრობ, მოიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება პროგრესულად  მივიჩნიოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება