სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„აბიტურიენტებს ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ დარჩენილი დრო“ - მანანა მათეშვილი, ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
24-05-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა - ამ და სხვა საკითხებზე  etaloni.ge სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა მათეშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

 - ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიმაჩნია სკოლის საშუალო ქულის გათვალისწინება ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად. ეს გამოიწვევს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას სკოლებში.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?

 - აბიტურიენტებს ვურჩევდი მომავალი პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ საკუთარი შესაძლებლობები და სურვილიც, მობილიზება გაუკეთონ მიღებულ ცოდნას, შეაჯამონ ნასწავლი მასალა და მაქსიმალურად გამოიყენონ დარჩენილი დრო.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

 - გრიფირების პროცესში მნიშვნელოვნად მიმაჩნია სპეციალისტების და ექსპერტების აზრი.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?

 - საჭიროა და დროულია ელექტრონული ჭურნალების წარმოება, რადგან ხშირ შემთხვევაში მშობელი ვერ ახერხებს სკოლაში მისვლას და ელექტრონული ჟურნალი  საშუალებას აძლევს ჩართული იყოს მისი შვილის სასწავლო პროცესში.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

 - კოლეგა სკოლის დირექტორებს გავამხნევებდი:  არ შევუშინდეთ პრობლემებს, რადგან ყველა პრობლემა მოგვარებადია. პანდემია გაივლის, დავუბრუნდებით სწავლების ჩვეულ რიტმს და ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება