სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება პრობლემებს მოაგვარებს“ - ჯულიეტა ზაქაიძე, ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი
24-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება,  როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის დირექტორის, ჯულიეტა ზაქაიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სოციალური მუშაკის ინტეგრირება მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

 - სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს სამედიცინო კაბინეტი. ამ ეტაპზე სკოლაში არ გვაქვს სამედიცინო კაბინეტი, მაგრამ მომავლისთვის გვექნება.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

 - ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში მოსწავლეს უნდა შეუჩერდეს სტატუსი, რადგან ეს მნიშვნელოვნად აზარალებს მოსწავლის განვითარებას, სხვა მოსწავლეებს გაეზრდებათ პასუხისმგებლობის გრძნობას.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

 - თუ შესაძლებელი იქნებოდა 5 დღიანი სასწავლო კვირის მაგივრად ჩატარებულიყო 6 დღიანი სასწავლო კვირა.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

 - წინა სქემაში ვფიქრობ, ხარვეზი იყო კრედიტქულების დაგროვება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება