სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„პანდემიის პირობებში უამრავ ახალ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება“ - მადონა მუმლაძე, თბილისის N124 საჯარო სკოლის დირექტორი 
19-05-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის დირექტორის, მადონა მუმლაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- კარგი იქნება სამივეს გათვალისწინება, მაგრამ ვფიქრობ, რთული იქნება ამის ორგანიზება.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად? 

 - მომავალი პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია მოსწონდეს და გაცნობიერებული ჰქონდეთ შესაბამისი სფერო. გამოცდებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში, ვფიქრობ აუცილებელია აბიტურიენტმა გააანალიზოს თითოეულ ჩასაბარებელ საგანში, დღემდე მიღებული ცოდნის მიხედვით თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა სწორად დაგეგმოს, დროში გაწეროს და მოაგვაროს პრობლემები.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში იმ ადამიანების ჩართულობას ექნება მხოლოდ სასურველი შედეგი, რომლებიც იცნობენ საგანმალათლებლო პოლიტიკას, საგნებისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა მიერ მისაღწევ შედეგებს და სასკოლო საზოგადოების საჭიროებებსა თუ მოთხოვნებს. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში? 

 - საუკეთესოა, მასწავლებლებისთვის ეს არაა სრულიად ახალი რამ. სკოლებს ან საპილოტე რეჟიმში უკვე ჰქონიათ ელექტრონულ ჟურნალებთან  შეხება ან  ნიშნების გამოყვანისა და ანგარიშის ჩაბარებისას მაინც დასჭირვებიათ ელექტრონულად ნიშნების აღრიცხვა. დახმარება მათ ამაში არ სჭირდებათ, ოღონდ უკეთესი იქნება იმის გათვალისწინება, რომ ყველა საკლასო ოთახში იყოს ქსელში ჩართული კომპიუტერი, სადაც შეავსებენ მონაცემებს დაუყოვნებლივ. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ? 

 - რთულია  ამ ეპიდპირობებში  ცხოვრებაც და მით უმეტეს დირექტორის პასუხისმგებლობები შესრულება, რადგან უამრავ ახალ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება.  თუმცა ყველაფერს გვიადვილებს მთავრობისა და ეპიდემიოლოგების მიერ დაწვრილებით გაწერილი ინსტრუქცია და საჭიროებისამებრ დროული მომარაგება.  მთავარია დაუღალავად ვაკონტროლოთ ვალდებულებების შესრულება. როცა თანამშრომლებს აქვთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, თითოეული მათგანი ჩვენი დამხმარე ხდება ამ ურთულეს ბრძოლაში და თანაგუნდელებთან ერთად კი  - წარმატება გარანტირეულია.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება