სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„დირექტორებმა, ამ რთულ პირობებში, საკმაოდ კარგად გაართვეს თავი სკოლების მართვას“-თინა ზარიძე, ღულელების საჯარო სკოლის დირექტორი
18-05-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის დირექტორის - თინა ზარიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- სკოლის საშუალო ნიშანი, ვფიქრობ, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს, რადგან მოგვწონს თუ არა მოსწავლეებს გააჩნიათ გარეგანი მოტივაცია და ხშირ შემთხვევაში სწავლობენ მაღალი შეფასების დამსახურებისთვის. რაც შეეხება მასწავლებელებისგან რეკომენდაციას და კლასგარეშე მუშაობას არ მგონია, რომ ვინმემ სკოლაში უარი უთხრას მოსწავლეს რეკომენდაციაზე.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?

- პროფესიის არჩევისას აბიტურიენტმა სასურველია აირჩიოს პროფესია, რომელიც მისთვის საინტერესოა და რა თქმა უნდა, აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები და გონებრივი შესაძლებლობები.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- სახელმძღანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების აზრი არა, მაგრამ პედაგოგების აზრი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?

- ელექტრონული ჟურნალის წარმოებას არ ვუყურებ უარყოფითად. პედაგოგებმა საკმაოდ მარტივად მოახერხეს მასში მუშაობა. თუმცა მიმაჩნია, რომ პარალელურად უნდა არსებობდეს მატერიალური ჟურნალი.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- სხვათა შორის, სკოლის დირექტორებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი სკოლების მართვას ამ რთულ პირობებში. მიმაჩნია, რომ ყველა ძალიან კომპეტენტური და გამბედავი ადამიანია და არც შემდგომში არ გაუჭირდებად პროცესების  მართვა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება