სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეიდან საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები დაიწყო
30-04-2021
-
+


დღეიდან საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის არდადეგები დაიწყო, რომელიც 12 მაისს დასრულდება.

სასწავლო პროცესის შეწყვეტა და დამატებითი არდადეგები მთავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს განკარგულებით, ქვეყანაში 4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადა. 12 მაისი ისედაც უქმე დღეა. უქმე დღეები ეხება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს. 30 აპრილიდან 13 მაისამდე სწავლა წყდება სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და საბავშვო ბაღებში.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, კერძო სკოლებისთვის უქმე დღეებში არც დასწრებითი და არც ონლაინ სწავლება იქნება ნებადართული.

იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და სკოლებმა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეძლონ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას გულისხმობს.

დეტალური რეკომენდაციების პაკეტი უკვე გადაეგზავნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, რომელთა გათვალისწინებით სკოლა ინდივიდუალურად დაგეგმავს მისთვის მოქნილ სასწავლო პროცესს.

იხილეთ ასევე: უქმე დღეებში როგორც საკლასო, ასევე ონლაინ სწავლება დაუშვებელია - რეგულაციას კერძო სკოლები უნდა დაემორჩილონ

წერილი, რომელიც სკოლებმა განათლების სამინისტროსგან მიიღეს - მასწავლებელს აქვს უფლება, აირჩიოს გასავლელი საკითხები და ფორმატი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება